Digest Logo

რა შემთხვევაში აქვთ ახალშობილებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები? - კვლევა

1608273812
ქუთაისში სამმა ჩვილმა კორონავირუსი დაამარცხა

ახალი კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ახალშობილებს, რომელთა დედებიც ორსულობის დროს კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებულები, ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩნდათ. 

Reuters-ის ინფორმაციით, სინგაპურის „სამეანო და გინეკოლოგიური კვლევითი ქსელის“ მიერ ჩატარებულ კვლევის დასრულებამდე ხუთმა ორსულმა იმშობიარა და ხუთივეს შვილი ანტისხეულებით დაიბადა.


ანტისხეულების რაოდენობა ახალშობილებში სხვადასხვაგვარი იყო. იმ ჩვილებს, რომლების დედებიც კოვიდ 19-ით მაშინ იყვნენ ინფიცირებულები, როდესაც მშობიარობამდე შედარებით ნაკლები დრო იყო დარჩენილი, უფრო მეტი ანტისხეულები ჰქონდათ.

ამასთან, კვლევამ, რომელშიც 16 ქალი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ დაავადება შედარებით მძიმედ მიმდინარეობდა სხეულის მასის მაღალი ინდექსის მქონე უფროსი ასაკის ქალებში.