Digest Logo

კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რომ ეს ყველაფერი შემთხვევითი არაა - ნანა გეგეჭკორი

1608238034
გეგეჭკორი ნონა

ექიმი ნანა გეგეჭოკი საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ მისი სახელით გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია არ დაიჯერონ. გეგეჭკორი აღნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი ოფიციალური ფეისბუკი აქვს და  ინფორმაციის გავრცელების მიზნით სხვას არ იყენებს.

ექიმი ეჭვობს, რომ მისის სახელით არასწორ ინფორმაციას გარკვეული ჯგუფები მიზანმიმათულად ახორციელებენ, რადგან მისი რეპუტაცია შელახონ.

„როგორც ჩანს ჩემი სახელით აბსურდების გავრცელება არ შეწყდება და ამას ალბათ უნდა შევეჩვიო, მაგრამ მაინც ყველას გთხოვთ, არაფერი დაიჯეროთ გარდა იმისა რასაც ამ გვერდზე იპოვით. მე მეკუთვნის მხოლოდ ეს ფბ გვერდი. ნამდვილად არ მაქვს ალტერნატიული გვერდი. როგორც წესი, სააგენტოების უმრავლესობა არასდროს ითხოვს ნებართვას ჩემი პოსტების გავრცელებაზე. ეხლა საერთოდ წავაწყდი ჩემი სახელით გავრცელებულ პოსტს რომელიც მართლა არასდროს დამიწერია. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რომ ეს ყველაფერი შემთხვევითი არაა. ვის რაში სჭირდება ჩემი "გაშავება" მართლა ვერ ვხვდები. განსაკუთრებულს არაფერს წარმოვადგენ. აქამდე მთელი ცხოვრება დაუსრულებელ სწავლასა და შრომაში გავატარე. ეტყობა „გასაშავებელ“ ეპიოდებს რომ ვერ პოულობენ სისულელეებს ავრცელებენ ჩემი სახელით. ვინც მე მიცნობს ვიცი არასდროს დაიჯერებს მათ, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ცოტა მიცნობს პირადად.

მოკლედ, არ დაიჯეროთ არაფერი რაც ამ გვერდზე არ მიწერია. უკიდურესად იშვიათად ვერთვები სხვათა გვერდებზე წამოწყებულ საუბრებში, ასე რომ ვერც იქიდან წაიღებენ რამე უცნაურს.

ვინც ამას აკეთებს არ იქნებოდა ცუდი ეს დრო და ენერგია რამე სასარგებლოში დაეხარჯა.
P.S. შეგნებულად არ ვაკოპირებ ლინკს რომ უნებლიედ ხელი არ შევუწყო გავრცელებას.“- წერს გეგეჭკორი.