Digest Logo

კოვიდიანები თავისუფლად დადიან სტომატოლოგთანო - ია ფარულავა

1608281527
მსახიობი ია ფარულავა

მსახიობი ია ფარულავა მიიჩნევს, რომ სხვადახვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებს კოვიდინფიცირებულთა ბაზაზე წვდომა უნდა ჰქონდეთ, ვინაიდან ინფიცირებული ადამიანები დაავადების პარალელურად სხვადასხვა სამედიცინო სერვისით სარგებლობენ.

„კოვიდიანები თავისუფლად დადიან სტომატოლოგთანო - მომწერეს. თუ კოვიდი აქვს მაშინ, პისიარ ტესტის აღებისას უკვე ბაზაშია პირადობის ნომრით. ხომ შეიძლება, რომ გადამოწმდეს. ბაზაზე წვდომა უნდა ჰქონდეს სხვადახვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებს. რთული ლოჯისტიკაა ?“ - წერს ია ფარულავა.

ამავე საკითხზე რამდენიმე დღის წინ მომღერალი სტეფანე მღებრიშვილიც წერდა. მისი თქმით, ინფიცირებული ქუჩაში ჩვეულებრივ გადაადგილდებოდნენ.

„მართლა ბევრ კოვიდიან ადამიანზე გავიგე, რომ გარეთ გადიან. (ექიმმა გვითხრა იარეო და მაგიტომო…) ჩემს ექიმ მეგობარს დავურეკე მაინტერესებდა რამდენად მართალია. კი ექიმები ეუბნებიან, რომ იმოძრაონ და სახლში იარონ და არა გარეთ გავიდნენ! ვკითხე ამ ექიმს – რა ქვია ესეთ საქციელს... ხო და ესე მიპასუხა სრული ნაბ...რი უნდა იყოო, რომ ეს გააკეთოო… პირდაპირ ესე მითხრა და მეც ვეთანხმები“, - წერს სტეფანე მღებრიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რა შემთხვევაში აქვთ ახალშობილებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები? - კვლევა

კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რომ ეს ყველაფერი შემთხვევითი არაა - ნანა გეგეჭკორი

თამარ, შენ გიხდი ბოდიშს პირადად მე - მასტერი