Digest Logo

სასურველი სასიძო კვლავ თავისუფალია! - შოთა დარბაიძეს ცოლი არ მოუყვანია

1628495531
დარბაიძე

სოციალური ქსელის მაჩო და ყველასთვის სასურველი სასიძო, შოთა დარბაიძე კვლავ თავისუფალია. დიახ, გოგოებო, შეგიძლიათ იბრძოლოთ მისი გულის მოსაგებად.

რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ვიდეო, სადაც შოთა ერთ-ერთ „ტიკტოკერთან“ მაკა ქიქავასთან ერთად ნეფე-დედოფლის პორმაში იყო გამოწყობილი.

მას გაბედნიერებას ბევრი ულოცავდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი კარგად დადგმული სცენარი იყო. 

თურმე, შოთას ცოლი არ მოუყვანია და „ვითომ ქორწილის“ გადახდაც დადგმული იყო.

დარბაიძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე თავად მიმართა საზოგადოებას და აღნიშნა, რომ ცოლი არ მოუყვანია. ის და მაკა უბრალოდ მეგობრები არიან.

„მეგობრებო, კოლეგებო, ჩემო კეთილო ადამიანებო, ცოლი არ მომიყვანია.

არც მაკა მომყავს ცოლად. უბრალოდ, ჩვენი იდეა იყო ასეთი ფორმატის ფოტოები გადაგვეღო და „ლაივები“ ჩაგვერთო.

მაკა არის ძალიან კარგი ადამიანი. ნუ მწერთ პირადში მილოცვებს. თუ დავაპირებ ცოლის მოყვანას ყველა გაიგებთ...

ასევე, მივმართავ ტელევიზიებსა და ჟურნალ-გაზეთებს! ნუ ბეჭდავთ ცრუ ინფორმაციას.

არცერთ გადაცემაში ვაპირებ მოვლას არც ტოკ-შოუებში.

უკვე ძალიან ბევრმა ტელევიზიამ მომწერა გადაცემაში მიწვევაზე...

მადლობას გიხდით ყურადღებისთვის“,- წერს დარბაიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„უპატარძლო ქორწილია?!“ - შოთა დარბაიძემ ცოლი მოიყვანა?

14 წლის ასაკში დაფეხმძიმება, ოჯახის დანგრევა, კავშირი გიორგი გაბუნიასთან და მილიარდერი შეყვარებული - თამთა გოდუაძის სკანდალური პირადი

10-ზე მეტი პარტნიორი, ჩამორთმეული დედობის უფლება, ნარკოტიკები და ციხეზე „გამოძახებით“ სიარული - თიკო სადუნიშვილის სკანდალური პირადი