ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და 11 ნოემბრის ასტროლოგიური მოვლენის შესახებ წერს.
მისი თქმით, 11 ნოემბერს საკრალური დღეა და კარგია 11-ის 11 წუთზე სურვილების ჩაფიქრებისთვის.
„მეგობრებო ხვალ წელიწადის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დღეა ენერგეტიკულად, იხსნება ენერგეტიკული პორტალი.
11 ნოემბერს 11-ის 11 წუთზე სურვილები ჩაიფიქრეთ, რადგან საკრალური დღეა. (გააკეთეთ ვიზუალიზაცია, წარმოიდგინეთ, რომ ასრულდა სურვილი და შესაბამისი განცდა განიცადეთ მკვეთრად)
მზის ქორფა სხივები, ბედნიერება და სიყვარული გაუგზავნეთ ყველას, დაულოცეთ ყველა მშობელს შვილები და ყველა შვილებს მშობლები.
ყველას სიკეთეს გისურვებთ“, - წერს მიხეილ ცაგარელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შვიდ თვეზე მეტია ვებრძვი ამ თემას და სამწუხაროდ, არ სრულდება“ - გივიკო დიდიას მიმართვა