Digest Logo

15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1744664103
15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს სხეულის მდგომარეობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. შინაგანი მხნეობის მიუხედავად, შესაძლოა, არსებობს პრობლემა, რომელიც ხშირად უყურადღებოდ გრჩებათ: სახსრები, კისერი, სუნთქვის სისტემა.. თუ ბოლო დროს აპათია ან ძილის პრობლემები გაწუხებდათ, ახლა შესანიშნავი დროა ძალების აღსადგენად. ამაში ფიზიკური ვარჯიში დაგეხმარებათ. დილაობით სირბილი გირჩევნიათ, ცურვა თუ იოგა თქვენი გადასაწყვეტია.

რჩევა: სხეული თქვენი მოკავშირეა. რაც მეტად მოუსმენთ, მით უკეთესად ჩაივლის ეს კვირა.

კურო

ხელსაყრელი დროა, რომ საკუთარ თავს სურვილების განხორციელების უფლება მისცეთ, ურთიერთობები გააღრმავოთ, ვინმეს გრძნობებში გამოუტყდეთ ან ვნებას ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე დანებდეთ. სურვილებს ნუ ჩაახშობთ, მაგრამ თავსაც ნუ დაკარგავთ. მარტოხელა კურო შეიძლება შეხვდეს ადამიანს, რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდებოდა. საღამოს სახლის გარემო დაგამშვიდებთ.

რჩევა: გრძნობებში გამოვლენილი სიმამაცე დღეს მოულოდნელ, მაგრამ სასურველ შედეგს მოიტანს. გრძნობების გამოხატვის ნუ შეგეშინდებათ.

ტყუპები

ამ დღეს სტრატეგიული აზროვნების რეჟიმი უნდა „ჩართოთ“. განსაკუთრებით შედეგიანი სამომავლო ამოცანებზე მუშაობა იქნება – ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ დროა პრიორიტეტების შეცვლაზე დაფიქრდეთ. დროა არასტაბილური შემოსავლის წყაროებს გასცდეთ და ყურადღება ახალ პროექტებზე გაამახვილოთ. პროფესიულ საქმიანობაში მოსალოდნელია საინტერესო წინადადებები.

რჩევა: თუ ხვდებით, რომ საკუთარ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად აფასებთ, ჯობს დახმარება ითხოვოთ.

კირჩხიბი

თუ საყვარელი ადამიანი გყავთ, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ გრძნობებზე გულწრფელად, შიშის გარეშე ისაუბროთ. თქვენი გულწრფელობა უპასუხოდ არ დარჩება, განსაკუთრებით, თუ ბოლო დროს თქვენს შორის დაძაბულობა იგრძნობა. თავი შორს დაიჭირეთ ადამიანისგან, ვინც გული გატკინათ, თუნდაც ახლობელი იყოს.

რჩევა: ნამდვილი სიახლოვე შესაძლებელია მაშინ, როცა ერთმანეთს არაფერს უმალავთ. დღევანდელი დღე შეიძლება იმ სიყვარულის საწყისი გახდეს, რომელსაც დიდი ხანია ელოდით.

ლომი

ამ დღეს შანსი გაქვთ, რომ თავი გამოიჩინოთ არა ხმამაღალი სიტყვებით, არამედ შედეგებით. ბოლოს და ბოლოს, შეგამჩნევენ ისინი, ვისი ყურადღება მართლაც მნიშვნელოვანია. არ არის გამორიცხული, რომ თქვენი იდეებით, რომლებიც აქამდე არავის აინტერესებდა, მოულოდნელად, საყოველთაო ინტერესის საგანი გახდეს. შესანიშნავი დროა იმ პოზიციაზე განაცხადის გასაკეთებლად, რომელზედაც დიდი ხანია ოცნებობთ.

რჩევა: გამოიყენეთ ეს დღე ავტორიტეტის გასაძლიერებლად. ამ დღეს თქვენს ქმედებებს მეტი ძალა აქვთ, ვიდრე დაპირებებს.

ქალწული

გარემომ და გარემოცვამ შეიძლება ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ და მოვლენების მიმდინარეობა მთლიანად შეცვალოს. ნუ ანდობით თქვენს საიდუმლოს ადამიანს, რომელსაც კარგად არ იცნობთ. გირჩევთ, ეს დღე მშვიდად და აუჩქარებლად გაატაროთ და შრომატევადი საქმეების დასრულება სამომავლოდ გადადოთ.

რჩევა: თქვენი ძალა დისციპლინაშია. თქვენი დღევანდელი მცდელობა მალე საგრძნობ შედეგს მოიტანს.

სასწორი

ამ დღეს ყურადღება მიაქციეთ როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ მდგომარეობას. შესაძლოა, თავი შეუძლოდ იგრძნოთ, მაგრამ პანიკაში ნუ ჩავარდებით, უბრალოდ ექიმთან ვიზიტზე ჩაეწერეთ. ხელსაყრელი დროა ვარჯიშის დაწყებისთვის. ამ დღემ შეიძლება ძველ მეგობრობას გამოცდა მოუწყოს, თუმცა ის ყველა სირთულეს გადალახავს.

რჩევა: თქვენი სხეული შინაგანი ჰარმონიის ინდიკატორია. უსმინეთ მას და მადლობას გეტყვით.

მორიელი

დროა, მთელი წლის მანძილზე დაუღალავად შრომისთვის გულუხვი ჯილდო მიიღოთ. ამის შემდეგ საშუალება გექნებათ, რომ დაისვენოთ, ძალები აღიდგინოთ და ახალი შთაბეჭდილებები მიიღოთ. ნუ იძუნწებთ, ეცადეთ ოჯახის წევრები ლამაზი საჩუქრებით გაახაროთ. ამ დღეს, მუშაობის გარდა, საყოფაცხოვრებო საკითხის მოგვარება და საყვარელ ადამიანებზე ზრუნვაც მოგიწევთ. თუ მარტოხელა ხართ და სიყვარულს ეძებთ, ამ დღეს შეიძლება თქვენი ოცნების ადამიანი გაიცნოთ.

რჩევა: სიყვარულით ნუ თამაშობთ – იცხოვრეთ მასში. რაც მეტად იქნებით გულწრფელი, მით ძლიერია საპასუხო გრძნობა.

მეტის გასაგებად გადადით ბმულზე:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„უფლისგან დალოცვილები...“ - ილია თოფურიას მეუღლე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

🎥 წუწუნი - ჩვევა თუ ნეგატივისგან დაცლის საშუალება, როგორ უნდა მოვიქცეთ თუ სხვისი ნეგატიური ემოციები გადამდები ხდება? - ზაზა ქოიავას რჩევები

🎥 რა ტიპის ალერგიები არსებობს და რატომ მძაფრდება გაზაფხულზე ალერგიული ფონი? - სპეციალისტის განმარტება