Digest Logo

27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

1679862803
27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების დრო დადგა და პროფესიული საქმიანობის შეცვლაც მათ რიცხვში შედის. შესაძლებლობები, რომლებსაც მიიღებთ, იმდენად მოულოდნელია, რომ შეიძლება არ დაიჯეროთ. მთავარია, დრო და შანსი ხელიდან არ გაუშვათ და სწრაფად იმოქმედოთ.

კურო

ახალი საქმის დაწყებისთვის არახელსაყრელი დღეა. ამ დღეს ყველა ურთიერთობის განმსაზღვრელი თქვენი პირადი სიმპათია ან ანტიპათია იქნება. არავითარ შემთხვევაში არ შეურაცხყოთ ან განაწყენოთ ადამიანი, რომელზედაც დამოკიდებული ხართ. ეს შეიძლება არა მხოლოდ სამსახურის და შემოსავლის, არამედ ჯანმრთელობის დაკარგვის ფასადაც დაგიჯდეთ.

ტყუპები

ამ დღის დევიზია „ყველაფერი ან არაფერი“. ის შესაძლებლობას მოგცემთ, რომ ყველაფერი მიიღოთ და მწვერვალზე ახვიდეთ ან პირიქით, ყველაფერი დაკარგოთ. თუ ერთ საქმეზე ფოკუსირებას შეძლებთ და რისკის არ შეგეშინდებათ, შეგიძლიათ სერიოზულ შედეგებს მიაღწიოთ.

კირჩხიბი

არ არის გამორიცხული, რომ ახალი ჰობი იპოვოთ, რომელიც საბოლოოდ, თქვენს მთავარ პროფესიად იქცევა. უსმინეთ საკუთარ სურვილებს. თუ ცეკვა გსურთ, იცეკვეთ, თუ გიყვართ, გამოუტყდით, თუ საკუთარი საქმის დაწყება გსურთ, უნდა დაიწყოთ. ამ დღეს ყველაფერი გამოგივათ.

ლომი

შესანიშნავი დღეა უფროსი თაობის ადამიანებთან ურთიერთობისთვის, მაგრამ ბავშვებთან ურთიერთობა დიდ ძალისხმევას წაიღებს. შეეცადეთ მათზე ზეწოლა არ მოახდინოთ. შესაძლოა, წინასწარმეტყველური სიზმარი ნახოთ, რომელიც მომავლის შესახებ გიამბობთ. საღამოს ეცადეთ, ხანდაზმული ნათესავები მოინახულოთ ან ტელეფონით მაინც დაეკონტაქტოთ

ქალწული

საქმის მიმართ პასუხისმგებლობით სავსე დამოკიდებულებით და პრინციპულობით გარშემო მყოფთა ნდობას და პატივისცემას მოიპოვებთ. ზედმეტად ნუღარ ეცდებით ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენას, ეს უკვე შეძელით.

სასწორი

მზად ხართ მეგობრებს პრაქტიკული რჩევებით დაეხმაროთ, მაგრამ არავინ გისმენთ. ამ დღეს ძვირად ღირებული ნივთის შეძენისგან თავი უნდა შეიკავოთ - ფულის დაზოგვის დროა. სიყვარულში, ნაზი პაემნის ნაცვლად, ქარიშხლიანი სცენა გელით. ოპონენტებთან შეთანხმებას ნუ ეცდებით, სამართლიანობის აღდგენა უნდა მოითხოვოთ.

მორიელი

მორიელის პიროვნებას სიყვარული აყალიბებს და სიყვარულივე ახდენს გავლენას მორიელის ღირებულებათა სისტემაზე. თქვენი სიყვარულის შუამავალი შეიძლება მეზობელი ან მეგობარი გახდეს. გრძნობებს ნუ დამალავთ, თქვენს ცხოვრებაში ბედნიერი მომენტები აღიქვით, როგორც ბედის საჩუქარი.

განაგრძეთ კითხვა

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔘„დღეს საღამოს, ექსკლუზიურად მოპოვებულ სექსუალური შევიწროების ჩანაწერს გამოაქვეყნებენ“ - თათია სამხარაძის საგანგებო განცხადება

🔘„არაპოპულარულ რამეს დავწერ... ანანია გაჩეჩილაძის ორსაათიანი ჩანაწერი უხამსია, მაგრამ სექსუალური შევიწროებას მტკიცებულებებს მანდ ვერ ვხედავ“ - რას წერს ჟურნალისტი

🔘„გაიხსნება პანდორას ყუთივით თქვენი წარსულის კარადა. მე ფეხებზე მკიდია თქვენი ეს კამპანია“ - რას წერს შალვა რამიშვილი