
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
თუ ახალი პროექტის დაწყებას გეგმავთ, 5 თებერვალი ამისთვის ყველაზე შესაფერისი დღეა. პრინციპულად იმოქმედეთ და ექსპერიმენტების ჩატარების ნუ შეგეშინდებათ. არ განაწყენდეთ, თუ პირველ ჯერზე ყველაფერი იდეალურად არ გამოვა. საინტერესო ადამიანებთან შეხვედრები საჭირო კავშირების დამყარებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, თავისუფალ დროს ძველი მეგობრები მოინახულოთ და მათთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.
კურო
თუ ბედმა გაგიღიმათ, შეიძლება ახალი თანამოაზრეები და მოკავშირეები შეიძინოთ,რომლებიც მომავალში მნიშვნელოვანი პროექტის დასრულებაში დაეხმარებიან, თუმცა ამ დღეს ყველა პრობლემას დამოუკიდებლად უნდა გაუმკლავდეთ. ამ დღეს მომხდარის გამო შეიძლება გარშემო მყოფებზე და სიტუაციაზე წარმოდგენა შეგეცვალოთ. ეცადეთ მოვლენები აკონტროლოთ – ეს შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
ტყუპები
ცვლილებების დღეა, განსაკუთრებით - პირად ცხოვრებაში. პიროვნული ხიბლი და კომუნიკაბელურობა დაგეხმარებათ, რომ მოლაპარაკებები და საქმიანი შეხვედრები თქვენთვის სასურველი შედეგით დაასრულოთ. საყვარელმა ადამიანმა შეიძლება საკამათო გადაწყვეტილების მიღება გთხოვოთ. ეცადეთ, ყველაფერი მშვიდად და აუღელვებლად გააანალიზოთ.
კირჩხიბი
ამ დღეს წარმატებას მხოლოდ თანამოაზრეების გუნდთან ერთად მუშაობა მოგიტანთ — ინდივიდუალური საქმიანობა ნაკლებად წარმატებული იქნება. ნუ მოგერიდებათ საკუთარი მოთხოვნების გაჟღერება — შეიძლება ვინმეს თქვენი დახმარება შეეძლოს. კოლეგების დაუდევრობა როგორც არ უნდა გაღიზიანებდეთ, ეცადეთ მათ კრიტიკას მოერიდოთ და თანამშრომლების მიმართ მეტი პატივისცემა გამოიჩინოთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილებს. შეიძლება მათში გენიოსის ნიშნები აღმოაჩინოთ.
ლომი
ამ დღეს გეჩვენებათ, თითქოს ცხოვრებას თავიდან იწყებთ. გირჩევთ, მეორეხარისხოვანი პრობლემები ცოტა ხნით დაივიწყოთ და მთელი ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე გადაიტანოთ. სამსახურში შეიძლება საინტერესო შეთავაზება მიიღოთ და უარს ნუ იტყვით. ეცადეთ, საქმიანი შეხვედრის დროს პრაქტიკული საკითხები განიხილოთ, რომლებიც სარგებელს მოგიტანთ. მოერიდეთ საეჭვო გარიგებებს, რათა თაღლითების მსხვერპლი არ გახდეთ.
ქალწული
ეცადეთ, საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფებსაც დაუმტკიცოთ, რომ წარმატებული და ღირსეული ადამიანი ხართ. სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ ნუ შეეჭიდებით საქმეს, რომელშიც კარგად ვერ ერკვევით. თქვენი წარმატება თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული, ამიტომ ეცადეთ, პრიორიტეტები სწორად განსაზღვროთ.
სასწორი
პრობლემა, რომლის გამოც ძალიან განიცდით, შეიძლება თქვენი ჩარევის გარეშე მოგვარდეს, ამიტომ შეგიძლიათ, ყველაფერი თვითდინებაზე მიუშვათ და დამკვირვებლის პოზიციას დასჯერდეთ. ვარსკვლავები ამ დღეს ფინანსურ მოგებას და სხვა სახის სარგებელს გპირდებიან. გირჩევთ, საკუთარ მიზანს და ერთხელ არჩეულ გზას არ უღალატოთ, თუნდაც გარემოებები თქვენთვის არასასურველი მიმართულებით განვითარდეს.
მორიელი
კარგი დღეა პირველი ნაბიჯის გადასადგმელად საქმეებშიც და ურთიერთობაშიც. მოერიდეთ ყველა საქმის ერთდროულად კეთებას და დამატებითი ვალდებულებების აღებას. ოჯახის წევრების რჩევა რთულ ვითარებაში გამოსავალს გაპოვნინებთ და კარიერული პოზიციების გაძლიერებაში დაგეხმარებათ. პარტნიორულ ურთიერთობებს ახლებურად შეხედეთ და ცვლილებებს შორეული მომავლისთვის ნუ გადადებთ.
მეტის წასაკითხად გადადით ბმულზე:
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მუხლდაჩოქილი გემუდარები მოდი...“ - ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს
🎥 „დილის რვა საათზე გვიწევდა სიმღერა...“ - რას ჰყვება ანი კეკუა?