რა უნდა გავაკეთოთ სწორად ფინანსური ენერგიის მოსაზიდად? - აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში ვიდეოს ეზოტერიკოსი გოგა მანია ავრცელებს და რეკომენდაციებს გვიზიარებს.
თუ გვინდა რომ ფინანსები მოვიზიდოთ, აუცილებელია გავითვალისწინოთ შემდეგი:
„პირველ რიგში თქვენი საფულიდან აუცილებლად ამოიღეთ, წამლის რეცეპტები, გარდაცვლილი, საყვარელი ადამიანის ფოტოები, რადგან ეს ბლოკავს ბალანსს ფინანსური ენერგიისა.
რაც შეეხება საფულეებს, შეგიძლიათ იყიდოთ ისეთი საფულე, რომელზედაც გული და ემოცია მიგიწვდებათ.
ყველაზე მთავარი ფაქტორია ტანსაცმელი, რომელიც თქვენ ენერგიას ატარებს. მნიშვნელოვანია ტანსაცმელს არ ჰქონდეს ნასვრეტები. მერწმუნეთ ბევრი ძვირფასი ნივთი მოვიშორე. ამას ჩემი გამოცდილებით ვსაუბრობ.
ადრე დახეულ შარვლებზეც ხუმრობდენ, ძველი ფეხსაცმელები მოიშორეთ. ან მოაწესრიგეთ. ყველა ნივთი, ტანსაცმელი, აუცილებლად გამოიყენეთ არ შეიძლება გამოუყენებელი ნივთის კარადაში დიდხანს გაჩერება.
ფული საფულეში ჩადეთ სწორად და არა დაკეცილად. დაჭმუჭული თანხა ბლოკავს ფულის ენერგიას“, - ამბობს გოგა მანია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შენი მესამე თვალი იწყებს ახლებურად ხედვას“ - რას წერს ფსიქოანალიტიკოსი, მარინა კოლხიდაშვილი