22 ნოემბერს მზე მშვილდოსანში გადავიდა. აღნიშნულ ასტროლოგიურ მოვლენაზე სოციალურ ქსელში ასტროლოგი ხათუნა ნოელი წერს და საზოგადოებას რეკომენდაციებს აძლევს.
მისი თქმით, ამ ნიშანში მზის ყოფნისას ძალზე მნიშვნელოვანია ვიყოთ მორალურები, სამართლიანები, კეთილშობილური ზრახვებით აღსავსენი და გონიერნი!
„22 ნოემბერს მზე მშვილდოსანში გადავა.
აქტიურობის, ენთუზიაზმის და სამართლიანობის დროა, მეგობრებო!
მშვილდოსანი ცეცხლის ნიშანია, თუმცა რადგან ამ სტიქიის ბოლო წარმომადგენელია, მისი ცეცხლი კი აღარ წვავს, არამედ გზას ანათებს ჩირაღდანივით!
ამ ნიშანში მზის ყოფნისას ძალზე მნიშვნელოვანია ვიყოთ მაღალმორალურები, სამართლიანები, კეთილშობილური ზრახვებით აღსავსენი და გონიერნი!
მშვილდოსანი უცხო ქვეყნებსაც კურირებს, ამიტომ კარგია ახლა საერთაშორისო კავშირების გააქტიურება.
საზღვარგარეთ სეირნობაც კარგია და საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობაც, მთავარია ეს თქვენი აქტივობები თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურებოდეს.
მშვილდოსანი ხელს უწყობს ქველმოქმედებას და ნუ დავიზარებთ ამის კეთებას მათთვის, ვინც მართლა საჭიროებს თანადგომას.
ეს ნიშანი საკმაოდ ამბიციურია, მას უყვარს რომ ცხოვრებაში რაღაც კვალი დატოვოს. და დაე ეს კვალი წარმოადგენდეს ჩვენს მიერ გაწეულ სიკეთეს და ჭეშმარიტი ღირებულებების დაუღალავ ძიებას!
ცოტა პათეტიკურად ვისაც გეჩვენებათ ეს ჩემი პოსტი, გეტყვით, რომ სპეციალურად სწორედ მშვილდოსნურ სტილშია დაწერილი და ცოტა რომ მიწაზე დავეშვათ, გეტყვით რომ მომდევნო ერთი თვე მშვილდოსნებთან ერთად, ვერძებს და ლომებს ექნებათ წარმატებები“, - წერს ხათუნა ნოელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ძლიერი წვიმა, ელჭექი, ქარი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
⭕შოპინგის მოყვარულთა დღესასწაული - საიდან მოდის „შავი პარასკევის“ ტრადიცია