ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.
„არანაირი საკრალური დღე ხვალ არაა. არ ვიცი ვინ დაგაბოლათ, მაგრამ არასწორი ინფორმაციაა. როგორც მივხვდი საკრალურობაზე კი არა პალინდრომიაზე უნდა მიდიოდეს საუბარი. თუმცა ეგეც არაა ხვალ.
პალინდრომია ანუ სარკისებური დღეები გვაქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც სრული თარიღი - რიცხვი, თვე და წელიც იმეორებს ერთი და იგივე რიცხვებს ან სარკისებურად არის რიცხვი შეტრიალებული.
11 ნოემბერი სრულად პალინდრომიული იყო მხოლოდ მე-12 საუკუნეში - 1111 წელს. ანუ როდესაც ეს თარიღი ასე ჩაიწერებოდა 11. 11.1111.
სარკისებური პალინდრომიის თარიღის მაგალითი უახლოეს წარსულში გვქონდა 22.02.2022-ში. მომდევნო გვექნება 03.02.2030-ში.
რაც შეეხება ტერმინს „საკრალური“ - სულ სხვა მნიშვნელობა აქვს და რელიგიურ კულტთან და თაყვანისცემის რიტუალთან არის კავშირში“, - წერს ხათუნა ნოელი.
ცნობისთვის, ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერდა რომ 11 ნოემბერს საკრალური დღეა და კარგია 11-ის 11 წუთზე სურვილების ჩაფიქრებისთვის.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
📸 ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე მილანში ისვენებენ - „რა კარგები ხართ“