რუსუდან კვირიკაშვილი დიდ ბრიტანეთში დიპლომირებული ჰიპნოთერაპევტი, რეიკის ოსტატი-მასწავლებელია.
იგი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც სიზმრებზე საუბრობს და გამომწერებს ურჩევს, საკუთარი სულის და ჭეშმარიტი ღმერთის გარდა არავის ენდონ:
„სიზმართხილვა ნამდვილად საინტერესო ფენომენია. ძალიან ბევრ თქვენგანს, ალბათ, ბევრი სიზმარი რეალობაში აგხდენიათ და ასევე, მეც. დღეს ყურადღებას შევაჩერებ ერთ-ერთ სიზმარზე, რომელიც 2025 წლის 10 იანვარს ვიხილე. დიდხანს ვიფიქრე გამესაჯაროებინა ეს ამბავი თუ არა და ბოლოს, გადავწყვიტე გამეზიარებინა ის თქვენთვის, როგორც ერთ-ერთი გაკვეთილი სულიერების გზაზე.
ჩემი ცნობიერი გონებისგან სრულებით დამოუკიდებლად (იგულისხმება ის, რომ ამ თემაზე საერთოდ არც კი მიფიქრია), სიზმარში რჩევას ვაძლევდი ერთ-ერთ ძალიან ცნობილ ადამიანს სულიერების სფეროში (დორინ ვერჩიუს), რომელმაც განვითარების კურსი შეიცვალა და სულიერების გზიდან რელიგიურ გზაზე გადაინაცვლა, რომელშიც ცუდი არაფერია, რომ არა ის მოვლენები, რომლებიც ამას მოყვა მოგვიანებით.
სიზმარში აშკარად იგრძნობოდა ძალიან არასასიამოვნო, ნეგატიური ენერგიები მის ირგვლივ. მე ვურჩევდი, რომ არ გაეკეთებინა ის, რის გაკეთებასაც აპირებდა. თანაც, ვგრძნობდი და „ვხედავდი“, რომ ის გახდა ნეგატიური გადაპროგრამების მსხვერპლი. ის ჯიუტად უარყოფდა ჩემს რჩევას (ყველა დეტალს არ განვიხილავ აქ).
ცნობიერ დონეზე, რა თქმა უნდა, მე ნამდვილად არ ვიცოდი რაზე გვქონდა კონკრეტულად საუბარი. ერთი რასაც მივხვდი იყო ის, რომ რაღაც არასასიამოვნო უნდა მომხდარიყო მის გარშემო. ამის შესახებ ჩემი აზრები დილითვე გავუზიარე ჩემს ინგლისელ კოლეგასა და მეგობარს (ამის მიხედვით დავადგინე ზუსტი თარიღიც).
21 დეკემბერს დორინ ვერჩიუმ გამოაქვეყნა სია იმ სულიერი პრაქტიკებისა, რომელიც მან რელიგიური მოსაზრებით ეშმაკისეულად შერაცხა. მის ნაწერში აშკარად იგრძნობოდა მიუღებლობის და შიშის უზარმაზარი ენერგიები. მან უარყო ყველა ის სულიერი პრაქტიკა, რასაც წლების განმავლობაში მისდევდა და რასაც სხვებს ასწავლიდა. ამას მოყვა, მსოფლიო მასშტაბით, სულიერი საზოგადოების, მისი მოსწავლეების და პროდუქტების მომხმარებლების აღშფოთება და მის მიმართ უზარმაზარმა აგრესიამ და მრისხანებამ იფეთქა.....
საოცარი იყო ის სიზუსტე, რომლითაც სიზმარში წარმართული სცენარი რეალობაში გაიშალა ამ მოვლენასთან დაკავშირებით. ადამიანების კომენტარებში იკითხებოდა სიზმარში გაჟღერებული დეტალები.
რა შეიძლება ვისწავლოთ, ზოგადად, ამ მოვლენისგან? ალბათ ის, რომ სულიერ გზაზე დამდგარი ადამიანებისთვის ეს ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილი უნდა იყოს - არავის ენდოთ საკუთარი სულის და ჭეშმარიტი ღმერთის გარდა.
ყველა სულიერი მასწავლებელი ჩვეულებრივი მოკვდავია და ყველა ექვემდებარება გარკვეულ გადაპროგრამებას.
ამდენად, რასაც ისმენთ და კითხულობთ ყველაფერი გაატარეთ საკუთარ კრიტიკული აზროვნების ჭრილში, ყოველთვის იქონიეთ საკუთარი მოსაზრება ყველა საკითხის ირგვლივ. სულიერების გზა ია-ვარდით არ არის ყოველთვის მოფენილი. ამ გზაზე ბევრი ორმო და გადასაჩეხი ხრამია...
სიფრთხილე, მეგობრებო, სიფრთხილე...
პ.ს. და მეორეც ის არის, რომ სულიერ პლანზე ყველა ერთმანეთთან კავშირში ვართ..“, - წერს რუსუდან კვირიკაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„თეატრს მასზე უზომოდ შეყვარებული და ერთგული კაცი გამოაკლდა“ - მსახიობი მერაბ ჭანკოტაძე გარდაიცვალა