Digest Logo

„დღე ემოციურად დატვირთულია, შეამცირეთ კონტაქტები, მოერიდეთ კამათს“ - 15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1760473164
ჰოროსკოპი, ასტროლოგია

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 15 ოქტომბრის ასტროლოგიურ ტენდენციებზე წერს:

„ჰოროსკოპი — 15 ოქტომბერი

მთვარის დღე: 24

ფაზა: კლებადი მთვარე ლომის ნიშანში

ვერძი

დაასრულეთ გადადებული საქმეები, რომ აღარ გქონდეთ მათზე ფიქრი. როცა ძველ დავალებებს მოაგვარებთ, შეგიძლიათ, დაიწყოთ ახალი პროექტები. საჭიროების შემთხვევაში სთხოვეთ დახმარება ახლობლებს — მხარდაჭერა არ დაგაკლდებათ.

კურო

დღეს მიეცით თავს დასვენების უფლება. მოიწყეთ მშვიდი დილა, გაახალისეთ თავი მცირე სიხარულით — საყვარელი საჭმელი ან საჩუქარი საკუთარ თავს. ნუ აიღებთ ყველაფერს საკუთარ თავზე — გადაუნაწილეთ ვალდებულებები სხვებს.

ტყუპები

დილით მოაგვარეთ საოჯახო საკითხები, საღამოს — სამუშაო თემები. შეადგინეთ ზუსტი გეგმა, რათა ყველაფერი მოასწროთ. ერიდეთ კრიტიკას — განსაკუთრებით კოლეგების ან ოჯახის წევრების მიმართ.

კირჩხიბი

დღეს სჯობს ყველა საქმე დაასრულოთ და არაფრის გადატანა ხვალისთვის არ დაგრჩეთ. საღამოს მოაწესრიგეთ სახლი — ენერგეტიკულად გაგწმენდთ.

ლომი

თუ გექნებათ დღის გეგმა, ყველაფერს მოასწრებთ და დრო დაგრჩებათ დასვენებისთვისაც. კარგი დღეა შოპინგისთვის ან სახლის მომარაგებისთვის. ვინც ენერგიით სავსეა, შეუძლია აქტიური და მხიარული საღამო მოიწყოს.

ქალწული

დღე ემოციურად დატვირთულია. შეამცირეთ კონტაქტები, მოერიდეთ კამათს. თუ ცუდ განწყობაზე ხართ, გადაერთეთ საყვარელ საქმეზე ან ბუნებაში გასეირნებაზე.

სასწორი

დაიწყეთ დღე პოზიტიური განწყობით და შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი. შუადღიდან ენერგია მოიმატებს — გამოიყენეთ, რომ დაასრულოთ ადრე გადადებული საქმეები.

მორიელი

გადალახეთ ზარმაცობის შეგრძნება და მოაგვარეთ დაგროვილი მცირე დავალებები. ეს გაგათავისუფლებთ ზედმეტი სტრესისგან და მოგიტანთ ფინანსურ სარგებელს. საღამო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან.

მშვილდოსანი

დღეს სჯობს ტაქტიანად მოიქცეთ და არ იამაყოთ ზედმეტად თქვენი მიღწევებით. საუბარში იყავით თავშეკავებული. საღამო მიუძღვნით რომანტიკულ გარემოს ან მშვიდ დასვენებას.

თხის რქა

არ ჩაუღრმავდეთ უარყოფით ფიქრებს — ეს გაგიფუჭებთ განწყობას. დაკავდით იმ საქმით, რაც გსიამოვნებთ. კარგი დროა თქვენი ნიჭის წარმოსაჩენად.

მერწყული

დილით ეცადეთ სიჩუმე და სიმშვიდე შეინარჩუნოთ — არასწორმა სიტყვამ შეიძლება კამათი გამოიწვიოს. შუადღე ხელსაყრელია ახალი გეგმების დასაწყებად.

თევზები

თქვენი შარმი და კომუნიკაბელურობა დღეს განსაკუთრებულად იზრდება — გამოიყენეთ ეს ახალი კონტაქტების დასამყარებლად. საღამო გაატარეთ მარტოობაში ან ფილმის ყურებით, რათა აღიდგინოთ ენერგია“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„შუა ქალაქის“ მსახიობები ჩურჩხელის ამოვლების პროცესში - „დარწმუნებული ვარ, გამორჩეული გემო ექნება“

„პრეტენზიულობას რომ ვერ ერევი, შენი სულიერი ცხოვრება დახურულია“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძის ქადაგება

„შეცდომა, რასაც ძალიან ხშირად ვხვდები სხვა ასტროლოგებთან, ეს ეხება როგორც დამწყებებს, ისე გამოცდილ სპეციალისტებს“ - რას წერს ასტროლოგი