ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 11 იანვრის ასტროლოგიურ პროგნოზს გვაცნობს.
„ჰოროსკოპი 11 იანვრისთვის
მთვარის დღე — 22 / 23 მთვარის დღე
მთვარის ფაზა — კლებადი მთვარე სასწორში / მორიელში
ვერძი
დღის პირველ ნახევარში განწყობა არ იქნება საუკეთესო. მდგომარეობა გაუმჯობესდება შუადღის შემდეგ, ამიტომ მნიშვნელოვანი და რთული საქმეები სწორედ ამ დროისთვის დაგეგმე. ჯობია სხვებს დახმარება არ სთხოვო — დაეყრდენი საკუთარ ძალებს. ფინანსურ საკითხებზე მუშაობა შემოსავლის ზრდას შეუწყობს ხელს.
კურო
შენს გარემოცვაში ვიღაცამ შეიძლება ხელი შეგიშალოს პროფესიულ წინსვლაში ან ზურგს უკან ინტრიგები დაგეგმოს. სჯობს დროულად მიიღო ზომები. სხვისი რჩევები და დახმარება დღეს უფრო ზიანს მოგიტანს, ვიდრე სარგებელს. მოერიდე კრიტიკასა და შენიშვნებს — შეინარჩუნე თავშეკავება.
ტყუპები
რთული დღეა. უსიამოვნებები შესაძლოა დილიდანვე დაიწყოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რთულ სიტუაციებში იუმორის გრძნობა გამოიყენო და მოვლენები არ გაადრამატულო. სხვების დახმარება 11 იანვარს არ იქნება ეფექტური — მზად იყავი პრობლემების დამოუკიდებლად გადასაჭრელად.
კირჩხიბი
დღის განმავლობაში გარემოებები სწრაფად იცვლება. მნიშვნელოვანია მათთან ერთად შეცვლა და სამუშაო პროცესში ახალი მიდგომების გამოყენება. მცირე პრობლემებს სწრაფად და თავდაჯერებულად გაუმკლავდები. რთული საკითხები ჯობია კოლეგებთან ერთად განიხილო და გუნდურად იმუშაო.
ლომი
დღეს კონფლიქტის თავიდან აცილება გაგიჭირდება. ნებისმიერ შენიშვნას ან მკვეთრ სიტყვას მძაფრად აღიქვამ, ამიტომ ეცადე სიმშვიდე შეინარჩუნო და მეტი დრო მარტო გაატარო. არ ითხოვო რჩევა ან დახმარება — იმოქმედე დამოუკიდებლად და დაეყრდენი საკუთარ ძალებს.
ქალწული
სრულყოფილებისკენ სწრაფვამ შეიძლება ნერვულ დაძაბულობამდე მიგიყვანოს. ეცადე დროდადრო მოსწყდე სამუშაოს, გააკეთო შესვენებები და დაისვენო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს. კოლეგებთან კომუნიკაციაც კი შესაძლოა რთული აღმოჩნდეს.
სასწორი
დილით გაგიჭირდება სამუშაო რიტმში ჩართვა. დაიწყე მარტივი და სასიამოვნო საქმეებით და ნელ-ნელა გადადი რთულ საკითხებზე. სხვების დახმარება დღეს არ გამოგადგება — შესაძლოა მოგიწიოს ყველაფრის თავიდან გადაკეთება. შესაძლებელია საინტერესო საქმიანი შეთავაზებები.
მორიელი
დღეს ნებისმიერი კამათი შეიძლება სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდოს. ვარსკვლავები გირჩევენ თავი აარიდო დაძაბულ საუბრებს და ურთიერთობაში კუთხეები გაამრგვალო. 11 იანვარს სჯობს დათმობაზე წახვიდე და საკუთარი აზრი დროებით შეინახო. რესურსები გონივრულად გაანაწილე.
მშვილდოსანი
მოვლენებით სავსე და საინტერესო დღეა. შესაძლებელია უცნაური სიტუაციები და არაჩვეულებრივი გაცნობები, რომლებიც ახალ გამოცდილებას და ემოციებს მოგიტანს. მოგიწევს უშუალოდ სამუშაოსთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა. სხვის რჩევებს ნუ მოუსმენ.
თხის რქა
დილიდანვე ეცადე პოზიტიური განწყობა შეინარჩუნო — სწორედ მასზე იქნება დამოკიდებული შენი პროდუქტიულობა და საბოლოო შედეგი. მოერიდე დიდ შესყიდვებს, დაიწყე ეკონომია. დაეყრდენი საკუთარ ძალებსა და ინტუიციას, დახმარებას ნუ ითხოვ.
მერწყული
მოემზადე დაძაბული და ნერვული დღისთვის. პრობლემების მოგვარება მოგიწევს როგორც სახლში, ისე სამსახურში. გაგიჭირდება კონცენტრაცია, იქნები გაფანტული და ემოციური. 11 იანვარს მოერიდე კამათს — დაძაბულობა ხუმრობითა და კომპლიმენტებით გაანეიტრალე. იმუშავე მარტო.
თევზები
მნიშვნელოვანია გარემოებებს მოერგო, გამოიჩინო მოქნილობა და დიპლომატიურობა ურთიერთობაში. ასე შეძლებ მიზნის მიღწევას შეცდომების გარეშე. რთული საქმეები არ დაიწყო დაკავდი ნაცნობი და ყოველდღიური საქმეებით. დღეს ახლობლებიც კი არ გაძლევენ კარგ რჩევებს, ამიტომ საკუთარ გონებას დაეყრდენი.
გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ დღეს!
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„დღის დაწყებისას სხეულს პირველ რიგში წყალი სჭირდება“ - არუნ ხათრის რჩევები
🔵მერაბ დვალიშვილი იუბილარია - ქართველი სპორტსმენის წარმატებული კარიერა და გზა ვანიდან UFC-მდე