ტაროლოგი სოციალურ ქსელში 4 ნოემბრის არკანზე (სიმბოლოზე) საუბრობს, რის მიხედვითაც პირად ურთიერთობებში კარტი შეიძლება ნიშნავდეს ახალ ეტაპზე გადასვლას, პერსპექტივებსა და მოგზაურობას:
„დღის არკანი 4 ნოემბერი.
სამშაბათი: სამყარო. წრის დასასრული.
სამსახურის, პროექტის და ა. შ. რაღაცები მთავრდება და თქვენ იღებთ შედეგს, რომელიც პრაქტიკულად ცვლის თქვენს რეალობას.
პირად ურთიერთობებში კარტი შეიძლება ნიშნავდეს ახალ ეტაპზე გადასვლას. პერსპექტივები და მოგზაურობა.
ვინაიდან სამყაროს კარტი ჩემთვის ყოველთვის კარგთან ასოცირდება, იგივე იქნება ალბათ ყველასთვის.
მფარველობა, ძალა, სილამაზე, შესაძლებლობები. საუკეთესო პერიოდი ნებისმიერი საქმის გასაკეთებლად. ახალი ნაბიჯებისთვის არის სწორი დრო. სამყარო ძირითადად კარმული კარტია, ამიტომ თუ ახლა თავს კარგად გრძნობთ ესე იგი ესეც უნდა იყოს.
დაეხმარეთ სხვებს, ცხოველებს. იმოქმედეთ, იყავით მაინც მომავალზე ორიენტირებულები და გააკეთეთ რაც გინდათ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ვინც იზარმაცებს ძალიან წააგებს... არ გაჩერდეთ!“ - თათია გარანიძე ნოემბრის პროგნოზზე