Digest Logo

იშვიათი ასტროლოგიური მოვლენა, ფინანსური საჩუქრები, ბონუსები, დაწინაურება და ახალ შეთავაზებები - აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

1753949776
ფული და ჰოროსკოპი

აგვისტოში შესაძლოა, ბევრი ჩვენგანი ფინანსური ზრდის სხვადასხვა ვარიანტზე ფიქრობს. როგორც ნუმეროლოგები ამბობენ, ზაფხულის ბოლო თვე რვიანის ენერგიით გაივლის, რაც ნუმეროლოგიაში პასუხისმგებლობას, ბალანსსა და პროფესიონალიზმს ნიშნავს. შესაბამისად, 2025 წლის აგვისტოში იქნება რამდენიმე განსაკუთრებით ხელსაყრელი თარიღი, როცა ფინანსური წარმატების მიღწევის გაცილებით მეტი შანსი გვექნება.

25 აგვისტომდე სიყვარულისა და სიმდიდრის პლანეტა კირჩხიბის ნიშანს გაივლის. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდია. ბევრი ადამიანი მოულოდნელ ფინანსურ საჩუქარს, ბონუსს, დაწინაურებას, სამსახურებრივი თვალსაზრისით ახალ შეთავაზებებს მიიღებს.

25 აგვისტოს პლანეტა ვენერა ლომის ნიშანში გადავა. იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი პოტენციალს, ნიჭსა და შესაძლებლობებს მალავენ, ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი თავი სრულად გამოხატონ, საინტერესო ადამიანები გაიცნონ და აღიარება მოიპოვონ. მომატებულ ენერგიასა და თავდაჯერებულობას იგრძნობთ. ეს კი ყველაზე ამბიციური გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებათ.

7 აგვისტოს პლანეტა მარსი, რომელიც მოტივაციასა და შემოსავლების მოზიდვაზეა პასუხისმგებელი, სასწორის ნიშანში გადავა. თვის განმავლობაში, მოტივაცია ნამდვილად არ მოგაკლდებათ. იგრძნობთ, რომ ცვლილებების დროა და ამ ცვლილებების გადადება აღარ შეიძლება...

9 აგვისტოს მერწყულის ნიშანში სავსე მთვარე იქნება. დროა, ფინანსურ სქემასა და აქამდე არსებულ წესებს გადახედოთ და პრიორიტეტები უკეთ განსაზღვროთ.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ 12 აგვისტომდე რეტროგრადული მერკურის ენერგია ახდენს გავლენას. ამიტომაც, ჯობს, ფინანსური საკითხების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება 12 აგვისტოს შემდეგ მიიღოთ. იქამდე კი დრო სხვადასხვა საკითხის დაგეგმვასა და მომზადებას დაუთმოთ.

12 აგვისტოს იშვიათი ასტროლოგიური მოვლენაა - პლანეტა ვენერა კირჩხიბის ნიშანში იუპიტერს უერთდება. ეს არის დღე, რომელიც თითოეულ ადამიანს დიდ ენერგიას, შთაგონებასა და მოტივაციას აძლევს, რომ დასახული მიზნების განხორციელება შეძლონ.

ზოგადად, ზაფხულის ბოლო თვე არაერთი ხელსაყრელი შეთავაზებით იქნება სავსე. მთავარია, სიახლეების არ შეგეშინდეთ და პასუხისმგებლობის აღება შეძლოთ. წინ ბევრი საინტერესო დღე გელით.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ათასობით ადამიანი C ჰეპატიტის დიაგნოზით ცხოვრობს და ამის შესახებ არც კი იცის“ - მაია ბუწაშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს

⭕ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს

⭕სინოპტიკოსები რამდენიმე ქალაქში დღეს წვიმას პროგნოზირებენ - ნახეთ ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

წყარო: www.beaumonde.ge