ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
იგი ამჯერად ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადა წერს მოკლე ფსიქო-ანალიზს მთვარის ნიშნების მიხედვით:
„სად იმალება თქვენი სიმშვიდე?
(მთვარის ნიშნები)
ასტროლოგია არ არის მხოლოდ პროგნოზი, ის ფსიქოლოგიური დიაგნოსტიკის ინსტრუმენტიცაა. ნატალურ რუკაში მთვარე განაგებს ჩვენს ფსიქიკას — იმას, თუ როგორ ვრეაგირებთ სტრესზე და სად ვეძებთ უსაფრთხოებას.
ხშირად, ჩვენი შფოთვის მიზეზი სწორედ ისაა, რომ ჩვენი „შინაგანი მთვარის“ მოთხოვნებს არ ვუსმენთ. გთავაზობთ მოკლე ფსიქო-ანალიზს მთვარის ნიშნების მიხედვით...“
მთვარე ვერძში
ანალიზი: ემოციური „ცეცხლი“. რეაქცია არის მყისიერი, გულწრფელი და ფიცხი.
ჩრდილი: მოუთმენლობა, აგრესია და კონფლიქტის პროვოცირება მოწყენილობის დროს.
რა ამშვიდებს: ფიზიკური აქტივობა! სირბილი, ვარჯიში ან ემოციის ხმამაღლა გამოთქმა. მას სჭირდება „ორთქლის გამოშვება“.
აფირმაცია: „მე უსაფრთხოდ ვარ და ჩემი ძალა ჩემს სიმშვიდეშია“.
მთვარე კუროში
ანალიზი: ემოციური „კლდე“. არის სტაბილური, მშვიდი და ერთგული.
ჩრდილი: სიჯიუტე, „გაჭედვა“ ერთ მდგომარეობაში და ცვლილებების პანიკური შიში.
რა ამშვიდებს: კომფორტი და შეხება. გემრიელი საკვები, მასაჟი, ბუნება, ფული ანგარიშზე და მშვიდი გარემო.
აფირმაცია: „მე მაქვს ყველაფერი, რაც მჭირდება. სამყარო უხვად მაჯილდოებს“.
მთვარე ტყუპებში
ანალიზი: ემოციური ინტელექტი. გრძნობებს „ატარებს“ გონებაში, ყველაფერი უნდა ახსნას და გაიგოს.
ჩრდილი: შფოთვა, ნერვიულობა, ჭორაობა და აზრების ქაოსი.
რა ამშვიდებს: ინფორმაცია და საუბარი. სჭირდება ვინმესთვის ამბის მოყოლა, სეირნობა, კითხვა ან სოციალური ქსელი.
აფირმაცია: „ჩემი გონება მშვიდი და ნათელია. მე ვირჩევ სიმსუბუქეს“.
მთვარე კირჩხიბში
ანალიზი: უდიდესი ემპათია და ინტუიცია. ის გრძნობს სხვების განწყობას უსიტყვოდ.
ჩრდილი: წყენის გულში ჩადება, გადამეტებული მზრუნველობა და „ნაჭუჭში“ დამალვა.
რა ამშვიდებს: სახლი და ოჯახი. სჭირდება თბილი გარემო, გემრიელი ვახშამი, ჩახუტება და წყალთან კონტაქტი.
აფირმაცია: „მე ვარ დაცული, მე ვარ საყვარელი და მე ვენდობი ჩემს ინტუიციას“.
მთვარე ლომში
ანალიზი: „მზიანი ღამეში“. არის გულუხვი, თბილი, არტისტული და დრამატული.
ჩრდილი: ეგოცენტრიზმი, „დრამის დედოფლობა“ და წყენა, თუ ყურადღებას არ აქცევენ.
რა ამშვიდებს: აღიარება და თამაში. სჭირდება კომპლიმენტები, შემოქმედება, გართობა და პატივისცემა.
აფირმაცია: „მე ვასხივებ სიყვარულს და სამყარო სიყვარულითვე მპასუხობს“.
მთვარე ქალწულში
ანალიზი: პრაქტიკული ემოცია. ზრუნავს საქმით და არა სიტყვებით. ყველაფერს აანალიზებს.
ჩრდილი: საკუთარი თავის კრიტიკა, ჰიპოქონდრია და დეტალებზე გადაყოლა.
რა ამშვიდებს: წესრიგი და სისუფთავე. როცა ალაგებს სახლს ან ადგენს გეგმას, მისი ემოციები მშვიდდება. სჭირდება ჯანსაღი რუტინა.
აფირმაცია: „ყველაფერი თავის ადგილზეა. მე საკმარისი ვარ“.
მთვარე სასწორში
ანალიზი: დიპლომატიური და დახვეწილი. მისთვის ჰაერივით აუცილებელია ჰარმონია და პარტნიორობა.
ჩრდილი: მერყეობა, გადაწყვეტილების მიღების შიში და მარტოობის ვერატანა.
რა ამშვიდებს: სილამაზე და პარტნიორი. სჭირდება ესთეტიკური გარემო, სასიამოვნო საუბარი და კონფლიქტის არარსებობა.
აფირმაცია: „მე ვარ ჰარმონიაში საკუთარ თავთან და სამყაროსთან“.
მთვარე მორიელში
ანალიზი: ემოციური ოკეანე. არის ძალიან ღრმა, ინტუიციური, ფსიქოლოგიური და ერთგული.
ჩრდილი: ეჭვიანობა, პარანოია, მანიპულაცია და თვითდესტრუქცია.
რა ამშვიდებს: სიღრმე და კონფიდენციალურობა. სჭირდება მარტოობა ენერგიის აღსადგენად, სექსი ან ღრმა კვლევა.
აფირმაცია: „მე ვუშვებ წარსულს და ყოველი დღე ახლიდან მბადებს“.
მთვარე მშვილდოსანში
ანალიზი: ემოციური ოპტიმისტი. არის გულწრფელი, თავისუფლებისმოყვარე და ფილოსოფოსი.
ჩრდილი: პასუხისმგებლობისგან გაქცევა, ტაქტის არქონა და ფორიაქი.
რა ამშვიდებს: თავისუფლება და სივრცე. სჭირდება მოგზაურობა (თუნდაც ქალაქგარეთ), სწავლა და ახალი მიზნები.
აფირმაცია: „სამყარო ჩემს მხარესაა. ცხოვრება დიდი თავგადასავალია“.
მთვარე თხის რქაში
ანალიზი: ემოციური სტრატეგი. არის თავშეკავებული, პასუხისმგებლიანი და სერიოზული.
ჩრდილი: დეპრესიულობა, ცივი კედლის აშენება და ზედმეტი სიმკაცრე საკუთარ თავთან.
რა ამშვიდებს: მიღწევა და სტატუსი. სჭირდება გეგმის არსებობა, მუშაობა და მარტოობა ძალების მოსაკრებად.
აფირმაცია: „მე ვაშენებ ჩემს მომავალს მყარ საფუძველზე. მე ვმართავ ჩემს დროს“.
მთვარე მერწყულში
ანალიზი: მეგობრული და დამოუკიდებელი. ემოციებს უყურებს გარედან, როგორც დამკვირვებელი.
ჩრდილი: ემოციური სიცივე, გაუცხოება და სიჯიუტე.
რა ამშვიდებს: თავისუფლება და იდეები. სჭირდება მეგობრები, ახალი ტექნოლოგიები და სივრცე, სადაც არ შეზღუდავენ.
აფირმაცია: „მე მაქვს უფლება, ვიყო განსხვავებული. მე ვირჩევ ჩემს უნიკალურ გზას“.
მთვარე თევზებში
ანალიზი: უპირობო სიყვარული. არის მეოცნებე, მგრძნობიარე და ძალიან ლმობიერი.
ჩრდილი: რეალობიდან გაქცევა, მსხვერპლის როლი და ილუზიებში დაკარგვა.
რა ამშვიდებს: განმარტოება და მუსიკა. სჭირდება ძილი, მედიტაცია, ზღვა ან ხელოვნება რეალობისგან დასასვენებლად.
აფირმაცია: „მე ვენდობი ცხოვრების დინებას. ჩემი მგრძნობიარობა ჩემი ძალაა“. - წერს რამაზ გიგაური.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„მას ვემადლიერები, თუ რაიმე დღეს გამაჩნია“ - ნოე სულაბერიძის ემოციური მიმართვას მეუღლეს
🔵„დღის დაწყებისას სხეულს პირველ რიგში წყალი სჭირდება“ - არუნ ხათრის რჩევები
🔵„შენ გაგიმარჯოს ჩემო უფლის საჩუქარო“ - ნატო გელაშვილი შვილიშვილს დაბადების დღეს ულოცავს