ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად იგი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც სექტემბრის თვის 4 ფავორიტ ნიშანს ასახელებს:
„ლომი
კარმის თვე, რომელიც ფინანსებზეა ორიენტირებული. სექტემბერი მოგიტანთ: შემოსავლის ზრდას, ახალი შემოსავლის წყაროებს, ვალების პრობლემის გადაწყვეტას, ფინანსების გონივრულად განაწილების უნარს.
მშვილდოსანი
შემოსავლის ზრდისა და წარმატების თვე სამსახურში. მოსალოდნელია კარიერული წინსვლა. დაგჭირდებათ ბევრი ძალის ჩადება და პასუხისმგებლობის აღება. საბოლოოდ, შედეგი თქვენს ყველაზე დიდ მოლოდინებსაც კი გადააჭარბებს.
თხის რქა
ცვლილებების თვე უკეთესობისკენ, კარმული აგვისტოს შემდეგ. გამოჩნდება ახალი გზები შემოსავლის მოსაპოვებლად. ცვლილებები შესაძლებელია ახალი სამსახურის, ახალი ნაცნობობის ან საცხოვრებლის შეცვლის გზითაც კი.
მორიელი
სურვილების ასრულების თვე კარმის გავლენით. შემოსავლის ზრდა, საჩუქრები, ბედნიერი შემთხვევები, რომლებიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის“, - ამბობს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ძლიერი სეტყვა რაჭაში - რა კადრები ვრცელდება ადგილიდან
⭕ თაკო ჩხეიძის ორიგინალური საზღვაო ლუქი და თვალისმომჭრელი კადრები კვიპროსიდან