10 ივნისიდან 17 ივნისის ჩათვლით დედამიწა უარყოფით ენერგოველში გადადის. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული წყალქვეშა დინებები ზოდიაქოს ყველა ნიშანს ელოდება.
მიმდინარე კვირაში გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, წნევას და შესაბამის პროფილაქტიკას. ეს დღეებია: ორშაბათი, სამშაბათი, პარასკევი და კვირა.
სამშაბათი მნიშვნელოვანი დღეა, ყურადღება უნდა მიაქციოთ რას ჭორაობენ თქვენს ირგვლივ, ვინ რა ინტრიგას ხლართავს.
ოთხშაბათს მოსალოდნელია მოულოდნელი ცვალებადობა ხასიათის, ამისთვის მზად იყავით და დღე მშვიდად გაატარეთ.
ხუთშაბათი - საკითხები, რაც უძრავ ქონებას უკავშირდება, გაყოფის პროცესები გართულდება.
პარასკევი - კორპორაციული საერთო ფული, საერთო უძრავი ქონება შეიძლება გახდეს სერიოზული კრიტიკის, კონფლიქტის, დაპირისპირების საბაბი.
პარასკევს და შაბათს ენერგია მოემატება კუროს, სასწორს და თხის რქას. გახდებიან აქტიურები და ენერგიულები.
შაბათს - სიყვარულის, ხელოვნების მმართველი პლანეტა ვენერა გადადის ლომის ზოდიაქოში. ეს საუკეთესო დროა სასიყვარულო, პარტნიორული ურთიერთობებისთვის, ქორწინებისთვის.
კვირას არ გაცივდეთ, ამის ალბათობა მაღალია. ვისაც წელის პრობლემა აქვს, მან განსაკუთრებით მიაქციოს ყურადღება. სუნთქვა ჭირს, ამიტომ უჰაერო სივრცეში ნუ გაჩერდებით.
რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს, მათი ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება:
♈️ ვერძი - საკმაოდ კარგი პერიოდია, ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია. მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებების, მგზავრობა-მოგზაურობის პერიოდი გაქვთ. თქვენი წყალქვეშა დინებაა ურთიერთობა ახლობლებთან.
♉️ კურო - ენერგოტონუსი ცოტა დაბალია, ამიტომ ჯანმრთელობას მიაქციეთ ყურადღება, გამოიძინეთ. შესაძლოა ადრეული საქმეებიდან მატერიალური დივიდენდები მიიღოთ, მაგრამ ზედმეტი სიხისტე, პირდაპირობა და სიჯიუტე არის თქვენი წყალქვეშა დინება.
♊️ ტყუპები - ყველაზე წარმატებული, მიმზიდველი, შარმიანი ხართ, თქვენი დროა, ვარსკვლავური პერიოდი გაქვთ, ამიტომ იაქტიურეთ! ახალი საქმე, პროექტი, თანამშრომლობა - ყველაფერი თქვენს ხელშია, მაგრამ ხელს გიშლით უფროსი თაობის და ხელმძღვანელების მიმართ დაპირისპირება.
♋️ კირჩხიბი - აი, ვის სჭირდება ყველაზე მეტი ყურადღება. დაბადების წინა, ყველაზე რთული პერიოდი გაქვთ. ენერგოტონუსი დაბალია, ფსიქოემოციური არასტაბილურობა მაღალი, ხიფათი, შეცდომები, დეპრესიული მომენტები გაქვთ. ენას კბილი დააჭირეთ, არ ილაპარაკოთ ბევრი.
♌️ ლომი - ძალიან კარგი პერიოდი გაქვთ, ენერგიული, შარმიანი, აქტიური, მიმზიდველი ხართ.გაქვთ კარგი შანსები მსხვილ პროექტებში, მაგრამ წყალქვეშა დინებაა კონფლიქტი, კონფრონტაცია. ნუ იქნებით მბრძანებლური კილოს მატარებელი.
♍️ ქალწული - იმუნიტეტი დაბალია, ამიტომ გამოძინება და დასვენება გჭირდებათ. კარგი პერიოდია პარტნიორული თანამშრომლობისთვის, საიდანაც შეგიძლიათ დივიდენდები მიიღოთ, მაგრამ აი, ეს აღიზიანებთ ფარულ მტრებს, ამიტომ შეიძლება გახდეთ ინტრიგების მსხვერპლი.
♎️ სასწორი - წარმატებულია, მაღალია ენერგოტონუსი, განწყობაც კარგი. საუკეთესო პერიოდია მგზავრობა-მოგზაურობისთვის, უცხოელების ასათვისებლად, კონტაქტებისთვის, შთაბეჭდილებების მისაღებად, მაგრამ სად არის პრობლემა? პარტნიორები გზღუდავენ, რაც პროტესტს იწვევს.
♏️ მორიელი - ენერგოტონუსი დაბალია, იყავით ყურადღებით, რომ შხამი არ გადმოუშვათ. განსაკუთრებული ლტოლვა გაქვთ ზღვარგადასული სიამოვნებებისა, ეს კი ფრიად საეჭვო კონტაქტების წინა პირობა შეიძლება გახდეს. ენას კბილი დააჭირეთ, იმოქმედეთ ინტუიციაზე დაყრდნობით.
♐️ მშვილდოსანი - აქტიური, ენერგიული, კონტაქტური ხართ, წარმატების ფაქტორები გაქვთ არ ნახულად მაღალი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთგაგება, გინდ სასიყვარულო, გინდაც საქმიანი. თუ ეს დაირღვა თქვენი უტაქტობით, დაიძაბება ურთიერთობა.
♑️ თხის რქა - თქვენი მოტყუების მცდელობა მატულობს, ზედმეტი ფინანსური ხარჯი, კაპიტალ დაბანდება, ინვესტიცია არ გინდათ, მოერიდეთ! შესაძლოა ფინანსურმა სირთულეებმა იჩინონ თავი და გყავთ ჩასაფრებული ხალხი, ვინც თქვენს შეცდომებს ელოდება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.
♒️ მერწყული - ენერგოტონუსი მაღალი, ჯანმრთელობა მდგრადი, განწყობა კარგი, მაგრამ 10-17 ივნისის ჩათვლით მოერიდეთ ფინანსურ ხარჯებს, პარტნიორული უთანხმოება შეიძლება გამოიწვიოს თქვენს მიერ ფულის უყაირათო ხარჯვამ.
♓️ თევზები - ენერგოტონუსი დაბალია, ამიტომ ნუ გადაიღლებით. თქვენი ყველაზე დიდი პრობლემაა ნდობა, მათ შორის ნაცნობებთან, მეგობრებთან, ვინც ეგრევე გამოიყენებს თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებს და დაგახარჯინებს უაზროდ ფულს. წინა პლანზე წამოსწიეთ ინტუიცია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„თეატრს მასზე უზომოდ შეყვარებული და ერთგული კაცი გამოაკლდა“ - მსახიობი მერაბ ჭანკოტაძე გარდაიცვალა