„დროა, უფრო მეტად გავიხსენოთ ვინ ვართ სინამდვილეში, დროა, დავიხსნათ ტყვეობაში მცხოვრები სული, რაც საშუალებას მისცემს გაფართოვდეს ჩვენს შიგნით და მერე, გარეთ. დროა, ვანათო, გავფართოვდეთ დედამიწაზე არსებულ ცხოვრების სილამაზეში“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პიროვნული ზრდის სამყაროს სპეციალისტი, თამარ კვარაცხელია წერს.
მისი თქმით, სინათლის გენერირებას რაც უფრო მეტად მოვახდენთ, მით უფრო დიდ დადებით გავლენას მივიღებთ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ სხვა ადამიანებზე:
„ჩვენ დედამიწაზე მატერიის სულიერიზაციისთვის მოვედით და დუალურობის პირობებში განვითარებისა და გამოცდილების მისაღებად. დედამიწა ჩვენს ხელშია და განკარგულებაშია მოცემული. ჩვენ შეგვიძლია ენერგიების მართვა, თუ ვისწავლით ამას აქ!
მაგრამ ტვინი, ორგანო რომელიც გვეძლევა დასახმარებლად, ხშირად სულიერი განვითარების მთავარ დაბრკოლებად იქცევა.
ცხოვრების სიხარულის განცდისა და მისით ტკბობის ნაცვლად, ჩვენ გაუცნობიერებელი ვკვდებით, ვმალავთ ჩრდილებს და წყენას საკუთარი თავისა და სამყაროს მიმართ, რითაც ვწამლავთ ჩვენს ცხოვრებას...
აქ ჩრდილთან საბრძოლველად არ მოვსულვართ - მისი დახმარებით ვაცნობიერებთ, რომ ვართ ღვთიური სინათლე.
აქ ტკივილის თავიდან ასაცილებლად არ მოვსულვართ - მის განსაცდელად და სინათლეში გადასაყვანად.
აქ სიკეთის საძიებლად არ მოვსულვართ - ბოროტების, ტყუილის, ეგოს განსაცდელად, იმის გასაგებად, რომ ჩვენ ყველაფერი ვართ და მეტიც, მის მიღმა ვართ.
იმისთვის კი არ მოვედით რომ სულიერებაში გაბრწყინებულებმა ვიცხოვროთ - სულიერების შესამეცნებლად, შესაგრძნობად და იმის გასახსენებლად, რომ თურმე, უკვე სული ვართ.
აქ არ ჩამოვედით ღმერთის თაყვანისცემისთვის, ვიცხოვროთ მის მიმართ შიშში, სიანანულში, ცოდვილობის, დამნაშავის მუდმივი გრძნობით, არამედ მისგან განშორებას რომ გავუგოთ გემო და მასთან დაბრუნების ჩვენი გზა გამოვიყენოთ, მასთან დაბრუნების მნიშვნელობის გასაცნობიერებლად ჩამოვედით.
აქ ვართ იმისთვის რომ დუალობის განცდით და გავლით, შევძლოთ ღვთიური სინათლეში შერწყმა.
რაც უფრო გავექცევით საკუთარ ჩრდილოვან ნაწილებს, ცხოვრების რთულ სიტუაციებს ან იმას, რასაც სხვებში ვხედავთ, მით უფრო დავშორდებით სახლს.
ზოგჯერ შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ჩვენი როლი ამ სამყაროში მცირე და უმნიშვნელოა...
შეიძლება თუ არა ჩვენს სხეულში რომელიმე ორგანო, უჯრედი იყოს უმნიშვნელო? თითოეული მათგანი ასრულებს თავის ფუნქციას. თითზე ხიჭვი რომ შეგვერჭოს, ტკივილი მოსვენებას გვაკარგვინებს და როგორ ფიქრობთ - როცა, როგორც სამყაროს ნაწილი, ხარ ბნელ ენერგიებში, რა ხდება სამყაროში, შენს სამყაროში?
თითოეული ჩვენგანი არ არის ცალკეული ერთეული, არამედ სამყაროს ერთიანი ორგანიზმის უჯრედია, გაგვაჩნია თანდაყოლილი თვისებები და ამოცანები.
რაც უფრო მეტ სინათლის გენერირებას მოვახდენთ, მით უფრო დიდ დადებით გავლენას მივიღებთ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ სხვა ადამიანებზე, პლანეტასა და სამყაროზე. მაგრამ უბრალოდ უნდა იცხოვროთ ზრდის ფაქტორისეული უნარებით.
- გავიღვიძოთ დილის მადლით, მადლიერი ვიყავით გარემოსი, თავის...
- თუ რამეს ვაკეთებთ - ვიყოთ პროცესში და ნუ მივცემთ აზრებს სხვაგან „ბოდიალის“ საშუალებას.
- მოვუსმინოთ საკუთარ თავს, მოვიქცეთ ისე, როგორც ვგრძნობთ და არა ისე, როგორც სხვა მოიქცა ან სხვას მოეწონება...
არავინ გრძნობს თავს ისე, როგორც მე ან შენ და არავინ ხედავს სამყაროს ჩემი ან შენი თვალებით...
თუ მინდვრის ყვავილად დავიბადეთ, ნუ ვეცდებით ხედ გადაქცევას; დავრჩეთ ყვავილი და ვისიამოვნოთ ცხოვრებით, როგორც ყვავილი...
ცხოვრება მარტივია, ნუ გავართულებთ მას...
მისი შეჯამება ამგვარად შეიძლება:
- გრძნობა, ხედვა, სმენა, აზრები, ყნოსვა
- მადლიერება,
- მიღება,
- გაშვება,
- შემოქმედება...
და ყველაზე მნიშვნელოვანი - სიყვარული... ამაღლების დროა!
დროა გავაცნობიეროთ, რომ სულები ვართ ფიზიკურ სხეულში და არა სხეულში სული!
დროა, უფრო მეტად გავიხსენოთ ვინ ვართ სინამდვილეში, დროა, დავიხსნათ ტყვეობაში მცხოვრები სული, რაც საშუალებას მისცემს გაფართოვდეს ჩვენს შიგნით და მერე, გარეთ.
დროა, ვანათოთ, გავფართოვდეთ დედამიწაზე არსებულ ცხოვრების სილამაზეში, გადავშალოთ უზარმაზარი პოტენციალი და გამოვუშვათ ღვთიური სინათლე, რომელიც ვართ/ხარ და რომელსაც ვუბრუნდებით თუნდაც, ამის წაკითხვისას“, - წერს თამარ კვარაცხელია.
ასევე დაგაინტერესებთ: