Digest Logo

„ვდგავართ უდიდესი ტრანსმუტაციის ზღურბლზე, 2027 წელი არის 400-წლიანი ეპოქის დასასრული...“ - რას წერს მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე

1763030958
ვატო მსხილაძე

„2027 წელი არის 400-წლიანი ეპოქის დასასრული - ეპოქის, რომელსაც მართავდა ლოგიკური გონება და კოლექტიური გარიგებები. ჩვენ შევდივართ ეპოქაში, რომელიც იქნება ინდივიდუალური და სულიერი. ამ გლობალური ცვლილების, ამ ტრანსმუტაციის „ძრავა“ არის სწორედ მზის წნულის ცენტრი. ის გადის რადიკალურ მუტაციას, ის იღვიძებს“, - ამის შესახებ მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე სოციალურ ქსელში წერს და საკუთარ ანალიზს გვთავაზობს. 

როგორც თავად აღნიშნავს, კოლექტიური ემოციური ველი ამჟამად არის წარმოუდგენლად ქაოსური, რადგან ძველი ტალღა ინგრევა და ახალი ჯერ სრულად არ დამდგარა. ადამიანები ღია ემოციური ცენტრით განიცდიან ამ კოლექტიურ ქაოსს გაათმაგებული ძალით - აქედან მოდის მასობრივი შფოთვა, დეპრესია და ფსიქოლოგიური არასტაბილურობა:

„დუალისტური, ლოგიკური გონება იერარქიის ქვედა საფეხურზე ჩამოდის.

ჩვენ გვაქვს ცნობიერების სამი დონის იერარქია, რომელიც ჩვენი ევოლუციის ეტაპებს ასახავს. ყველაზე უძველესი და ფუნდამენტური არის „ინსტიტქური“ ცენტრი - ეს არის ჩვენი პირველყოფილი, ცხოველური ცნობიერება. ის პასუხისმგებელია სხეულის ფიზიკურ გადარჩენაზე, ინსტინქტებზე, შიშზე და ჯანმრთელობაზე. მისი ერთადერთი ენა არის „აწმყო მომენტის“ მუშაობს მყისიერად, აქ და ახლა. იერარქიის შემდეგი საფეხურია მენტალური ცნობიერება.

ინსტიქტურ ცნობიერებისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ აწმყოში არსებობს, მენტალს შეუძლია იმოგზაუროს დროში - მას შეუძლია წარსულის ანალიზი და მომავლის პროექცირება. ეს არის დუალისტური, ლოგიკური ან აბსტრაქტული პროცესორი, რომელმაც ააგო ჩვენი ამჟამინდელი ცივილიზაცია. მაგრამ ეს არ არის ევოლუციის დასასრული. იერარქიის მწვერვალზე, როგორც ჩვენი ევოლუციის შემდეგი და პოტენციურად საბოლოო ნაბიჯი, დგას მზის წნულის ცენტრი. ეს არის ემოციური ცნობიერება, რომელიც სინამდვილეში არის სულიერი ცნობიერების პოტენციალი.

აი, სად ხდება თემა რთული და უაღრესად მნიშვნელოვანი. მზის წნულის ცენტრი აბსოლუტურად უნიკალურია, რადგან ის ერთდროულად არის ორი რამ - ის არის ერთ-ერთი ოთხი მძლავრი მოტორიდან (საკრალთან, ფესვთან და ეგოსთან ერთად) და ამავდროულად არის ცნობიერების ცენტრი. თუმცა, დღევანდელ დღემდე, მისი ცნობიერება იყო „მძინარე“ ან „უმწიფარი“. ის ფუნქციონირებდა, როგორც უკონტროლო ბიოქიმიური ძრავა, რომელიც ქმნიდა გამუდმებულ ემოციურ ტალღას - იმედიდან ტკივილამდე და უკან. სწორედ ამიტომ, კაცობრიობის ნახევრისთვის, ვისაც ეს ცენტრი განსაზღვრული აქვს, მთავარი სტრატეგია უნდა ყოფილიყო - „არასდროს მიიღო გადაწყვეტილება მომენტის სიცხეში“. ეს იმიტომ, რომ ემოციური ენერგია ჯერ არ იყო სტაბილური ცნობიერება, ის იყო ქაოსური მოტორი.

ახლა კი ჩვენ ვდგავართ უდიდესი ტრანსმუტაციის ზღურბლზე. 2027 წელი არის 400-წლიანი ეპოქის დასასრული - ეპოქის, რომელსაც მართავდა ლოგიკური გონება და კოლექტიური გარიგებები. ჩვენ შევდივართ ეპოქაში, რომელიც იქნება ინდივიდუალური და სულიერი. ამ გლობალური ცვლილების, ამ ტრანსმუტაციის „ძრავა“ არის სწორედ მზის წნულის ცენტრი. ის გადის რადიკალურ მუტაციას. ის იღვიძებს.

ეს ნიშნავს, რომ იერარქია იცვლება. მზის წნული წყვეტს უბრალოდ „ქაოსური მოტორის“ ფუნქციის შესრულებას და იკავებს თავის კუთვნილ ადგილს იერარქიის სათავეში, როგორც სრულფასოვანი სულიერი ცნობიერების ცენტრი. ეს ახალი, მუტირებული ემოციური ცნობიერება იქნება ბევრად უფრო მაღალი დონის, ვიდრე მენტალური და ინსტინქტური ცნობიერება. ეს ნიშნავს, რომ გონების, როგორც უზენაესი ავტორიტეტის, ეპოქა სრულდება. მომავლის სამყაროში გადარჩება და წარმატებას მიაღწევს არა ის, ვინც ყველაზე ლოგიკურად იაზროვნებს, არამედ ის, ვინც შეძლებს საკუთარი ემოციური-სულიერი სიცხადის მოსმენას და მისით ცხოვრებას.

ჩვენ ვართ ამ ტრანსმუტაციის შუაგულში.

კოლექტიური ემოციური ველი ამჟამად არის წარმოუდგენლად ქაოსური, რადგან ძველი ტალღა ინგრევა და ახალი ჯერ სრულად არ დამდგარა. ადამიანები ღია ემოციური ცენტრით განიცდიან ამ კოლექტიურ ქაოსს გაათმაგებული ძალით - აქედან მოდის მასობრივი შფოთვა, დეპრესია და ფსიქოლოგიური არასტაბილურობა. მათთვის ამოცანაა, ისწავლონ, რომ ეს ქაოსი მათი არ არის. ხოლო ადამიანები განსაზღვრული ემოციური ცენტრით, ამ ევოლუციის წინა ხაზზე დგანან.

ახალ ენერგიებში ლოგიკური აზროვნებით მიღებული გადაწყვეტილებები არ იმუშავებს“, - წერს ვატო მსხილაძე 

ასევე დაგაინტერესებთ:

„მხარდაჭერა ყველას გვჭირდება, ამიტომ გაითვალისწინეთ თქვენი სასარგებლო ელემენტი“ - რა ფერის სამოსი და როგორი ფორმის ფრჩხილი ვატაროთ ნოემბერში

🎥 „ეს ქაღალდი დაკიდეთ კედელზე, მისი ნისკარტი უნდა იყოს გასასვლელისკენ მიმართული“ - როგორ გავყიდოთ უძრავ-მოძრავი ქონება „ყვითელი ჩიტის“ მეთოდით

„რატომ ვჭამთ ნუგეშის მოსაპოვებლად?“ - ნატა გაგუა ემოციური კვების ფსიქოლოგიაზე