Digest Logo

რატომ არის ცა ცისფერი? რატომ არ იწვის წყალი? რატომ არის თოვლი თეთრი? - პასუხები ბავშვების კითხვებს

1601311127
ცნობისმოყვარე

ბავშვების ცნობისმოყვარეობას საზღვარი არ აქვს, ისინი სამყაროს სხვა თვალით უყურებენ. აინტერესებთ ყველაფერი, ჩამჭრელ კითხვებს სვამენ და მათზე პასუხების მიღება სურთ.

იმისათვის, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ აღმონდეთ და მათი დასმული კითხვის საპასუხოდ ბევრი არ იფიქროთ გთავაზობთ 10 პასუხს ბავშვების მიერ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე.

რატომ არის ცა ცისფერი?

ატმოსფეროში მზის შუქი იფანტება. თეთრი ფერი გარდაიქმნება და ცისარტყელის შვიდ ფერად იყოფა. ლურჯი, სხვა ფერებთან შედარებით, უფრო მეტად იფანტება. სწორედ ამიტომ უღრუბლო ამინდში მას ცისფერი აქვს. რატომ არ არის ცა ლურჯი? იმიტომ რომ ლურჯს სხვა ფერებიც ერევა.

რატომ არის ბორბალი მრგვალი?

ბორბალი მრგვალია, ვინაიდან ამგვარად ის სწორ გზაზე მარტივად მიგორავს. მისი ყველა წერტილი ღერძიდან ერთი და იმავე მანძილით არის დაშორებული. სწორ გზაზე მოძრაობისას ღერძი ერთ სიმაღლეზე რჩება, ამიტომ გადაადგილებისას მანქანა არ ქანაობს.

რატომ არის თოვლი თეთრი?

ცალკეული ფიფქი გამჭვირვალეა და სინათლეს ატარებს. მაგრამ როდესაც ჩვენ დათოვლილ მთას ვუყურებთ ის თეთრია, ვინაიდან ფიფქებისგან არეკლილ სინათლეს თვალი თეთრად აღიქვამს. აღსანიშნავია, რომ მზეც არა ყვითელი, არამედ თეთრია.

რატომ დუღს წყალი?

გათბობისას წყლის მოლეკულები მოძრაობას იწყებენ, რისგანაც ტემპერატურა უფრო მაღალი ხდება. ნაწილაკების მოძრაობის სიჩქარე, ისევე როგორც მანძილი მათ შორის იზრდება და დგება მომენტი, როდესაც მოლეკულების ერთად შესაკავებლად მიზიდულობა მათ შორის არ არის საკმარისი. სწორად მაშინ ისინი შორდებიან ერთმანეთს და ორთქლდებიან. ასე მიიღება წყლის ორთქლი: ტემპერატურის ზრდასთან ძლიერდება მოძრაობა და ნაწილაკები ორთქლდება.

რატომ არის კოსმოსში უწონადობა?

კოსმონავტები კოსმოსურ ჰომლდში დაფრინავენ არა იმიტომ, რომ კოსმოსში არ არის მიზიდულობის ძალა. ის არსებობს და ობიექტები ორბიტაზე უჭირავს. უწონადობის მდგომარეობა ჩნდება წრიულ ორბიტაზე კოსმიური ხომალდის მუდმივი ვარდნის შედეგად, პირველი კოსმიური სიჩქარით 7,9 კმ/წმ.

რატომ არ იწვის წყალი?

წყალი წარმოიქმნება წყალბადის ჟანგბადით დაჟანგვის შედეგად სითბოს გამოყოფით. ვინაიდან წყალმა უკვე გასცა სითბო, ის ბუნებრივ პირობებში აღარ იწვის.

რატომ დადიან საათის ისრები საათის მიმართულებით და არა პირიქით?

მზის საათი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გამოიგონეს, იქ კი გნომონის ჩრდილი მზეს საათის ისრის მიმართულებით მიჰყვება. ამიტომ მექანიკური საათის შექმნისას, ციფრების მდებარეობა და ისრის მოძრაობის სწორედ ეს მიმართულება შეინარჩუნეს.