ბრიტანელმა მოდის ექსპერტმა, სტილისტმა და ჟურნალისტმა კლემი ფილდსენდმა დაასახელა კაცის 8 სამოსი, რომელიც ქალებს არ მოსწონთ, იუწყება The Sun.
ექსპერტმა თავდაპირველად მოკლე ქურთუკები უგემოვნოდ მიიჩნია.
მაგალითად, მსახიობმა ჯეიკობ ელორდიმ, რომლის სიმაღლეც 196 სანტიმეტრია, მსგავსი ქურთუკი თეთრ შარვალთან ერთად „ქარიშხლიანი უღელტეხილების“ წინ საპრემიერო ტურნეს დროს მოირგო. თუმცა, ფილდსენდის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მოდური ექსპერიმენტი ელორდისთვის საპატიებელია, ჩვეულებრივმა კაცებმა ამ სტილის ქურთუკს თავი უნდა აარიდონ.
სიაში ასევე შევიდა:
ჟილეტები, შავი პერანგები და პასტელის ფერის შარვალ-კოსტუმები, ასევე, ღია ლურჯი ჯინსები, იდეალურად სუფთა თეთრი სპორტული ფეხსაცმელი და შორტები.
„ტელეფონის საპოვნელად ჯიბეებში მუდმივი ძრომიალი და ჩხრეკა არამიმზიდველი და შემაწუხებელია“, - თქვა სტილისტმა.




