Digest Logo

ამსტერდამში რემბრანდტის აქამდე უცნობი ტილო აღმოაჩინეს

1772531476
ამსტერდამში რემბრანდტი

ნიდერლანდებში აღმოჩენილია რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინის აქამდე უცნობი ნახატი, რომლის აუთენტურობაც ამსტერდამის სახელმწიფო მუზეუმმა დაადასტურა.

1633 წლის ტილო დიდი ხნის განმავლობაში კერძო კოლექციაში ინახებოდა. მან მიიღო სახელწოდება „ზაქარიას ხილვა ტაძარში“. ნახატზე გამოსახულია მთავარანგელოზი გაბრიელი, რომელიც წინასწარმეტყველ ზაქარიას შვილის - მომავალი იოანე ნათლისმცემლის დაბადებას აუწყებს.

მუზეუმის სპეციალისტებმა ჩაატარეს მასალების ანალიზი და შეადარეს მუშაობის სტილი და ტექნიკა მხატვრის სხვა ადრეულ ნაწარმოებებს. მკვლევრებმა გამოჰყვეს საღებავის ფენის დატანის ტექნიკის მსგავსება და შესრულების ხარისხი, რომელიც შეესაბამება პერიოდს, როდესაც რემბრანდტი 27 წლის იყო.

„ზაქარიას ხილვა ტაძარში“ პუბლიკისთვის 4 მარტიდან გამოიფინება. ნახატი ამსტერდამის მუზეუმს გრძელვადიანი იჯარით გადაეცემა. მსოფლიოში ამ დროისთვის რემბრანდტის დაახლოებით 350 ნამუშევარია შემორჩენილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო

⭕„თუ დედა გვერდით გყავს ბედნიერი ხარ, დააფასე იგი...“ - არუნ ხათრი დედის დღეზე

⭕„გილოცავ, მსოფლიოში საუკეთესო...“ - როგორ მიულოცა ხვიჩა კვარაცხელიამ დედას სამი მარტი

წყარო: imedinews.ge