სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მეუღლეს, ანა აკოფიანის დაშორდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად ფაშინიანმა და აკოფიანმა გაავრცელეს.
თავდაპირველად აკოფიანმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც განქორწინების შესახებ საუბრობს და ამბობს: „დღეს მე ვტოვებ მთავრობის სასახლეს.“
„ჩემს ყველა მეგობარს, ნაცნობსა და უცნობს, ნათესავს და თუნდაც უახლოეს ადამიანს მინდა ვაცნობო, რომ ეს თემა ჩემთან აღარ განიხილოთ. ამას ვკრძალავთ. ასევე, ძვირფასო ადამიანებო, მოგიწოდებთ, ნუ დახარჯავთ დროს ამ საკითხზე საუბარში“, - ამბობს აკოფიანი.
ვიდეოს გამოქვეყნებიდან მალევე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა ნიკოლ ფაშინიანმა:
„ანას გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ბოლო 30 წლის განმავლობაში ყოველი სირთულის დროს ის ჩემს გვერდით იყო. ის იყო ჩემი თავშესაფარი და მხარდამჭერი. მჯერა, რომ მეც ასე ვიყავი მისთვის. შესაძლოა, მეტი სირთულე გამოვიწვიე, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი“, - წერს ნიკოლ ფაშინიანი.

View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ჯანეტ ქერდიყოშვილი ტელეკომპანია „იმედზე“ ახალ გადაცემას წაიყვანს - ნახეთ, შვილების რეაქცია
⭕„შეეცადეთ, თავი აარიდოთ ყოველგვარ კონფლიქტს“ - 27 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი