ჰოლივუდის ვარსკვლავის, ანჯელინა ჯოლის ბოლო გამოჩენა შანხაიში, Tom Ford-ის გრანდიოზულ წვეულებაზე, სოციალურ ქსელებში დიდი განხილვისა და კრიტიკის საგნად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ყოველთვის ელეგანტურობის სიმბოლოდ ითვლებოდა, ამჯერად მისმა ვიზუალმა ფანებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
მთავარი კრიტიკა მსახიობის სახის ნაკვთებსა და გადამეტებულ სიგამხდარესაც შეეხო. ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი აღნიშნავს, რომ ჯოლი „შეცვლილია“ და მისი სახე „ზედმეტად დაჭიმული“ ან „ხელოვნური“ ჩანს, რაც, მათი ვარაუდით, შესაძლოა კოსმეტოლოგიური ჩარევების შედეგი იყოს.

„ვერ ვიცანით, ეს ის ანჯელინა აღარ არის“,
„ზედმეტად გამხდარია, რაც მის ასაკს უსვამს ხაზს“ , - მსგავსი კომენტარები ვირუსულად ვრცელდება სოციალურ პლატფორმებზე.

კრიტიკის კიდევ ერთი ობიექტი მისი ვარცხნილობა გახდა. შანხაის ღონისძიებაზე მსახიობი კვლავ ქერა თმით წარდგა, რასაც ბევრმა „მოუწესრიგებელი“ და „შეუფერებელი“ უწოდა.
მიუხედავად ნეგატიური კომენტარებისა, ჯოლის ერთგული გულშემატკივრები მიიჩნევენ, რომ მსახიობი უბრალოდ იცვლება და ექსპერიმენტებს არ უფრთხის.
თავად ვარსკვლავი, როგორც წესი, მსგავს კრიტიკას უყურადღებოდ ტოვებს და კვლავ აგრძელებს თანამშრომლობას წამყვან მოდის სახლებთან.
