Digest Logo

აშშ 19 ქვეყნიდან მიღებული მიგრანტების გრინ-ქარდებს გადაამოწმებს

1764311901
green card

შეერთებული შტატების მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის (USCIS) ხელმძღვანელმა ჯოზეფ ედლოუმ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მის უწყებას დაავალა, ჩაატაროს „სრულმასშტაბიანი და საფუძვლიანი ხელახალი შემოწმება ყოველი გრინ-ქარდის, ყოველი უცხოელისა, ყოველი შემაშფოთებელი ქვეყნიდან“.

კითხვაზე, თუ რომელი ქვეყნები იგულისხმება, ედლოუმ მიუთითა ტრამპის 2025 წლის ივნისის განკარგულებაზე, რომლითაც აშშ-ში შესვლა 12 ქვეყნის (ავღანეთი, ჰაიტი, ირანი, ლიბია, იემენი, სომალი, სუდანი და სხვა) მოქალაქეებისთვის აიკრძალა და შეზღუდვები დაუწესდა კიდევ 7 ქვეყნის (მათ შორის ტოგო, თურქმენეთი, კუბა, ვენესუელა) მოქალაქეებს.

სხვა დეტალები ედლოუს არ გაუზიარებია.

ეს განცხადება ედლოუმ ​თეთრ სახლთან მომხდარი სროლიდან ორი დღის შემდეგ გააკეთა, რომლის შედეგადაც აშშ-ის ეროვნული გვარდიის ორი მოსამსახურე დაიჭრა. მოგვიანებით ერთ-ერთი დაიღუპა. სროლაში ეჭვმიტანილი 29 წლის ავღანელი მიგრანტი რაჰმანულა ლაკანვალია.

დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ „სამუდამოდ შეაჩერებს მიგრაციას ყველა მესამე სამყაროს ქვეყნიდან“ და პირობა დადო, რომ გააძევებს „ყველას“, ვინც ქვეყანას სარგებელს არ მოუტანს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 28 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕„არ არის სასურველი ფულის ვალად გაცემა ან ბანკში შეტანა!“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕„შესაძლოა ახალი იდეები შეჩერდეს“ - 28 ნოემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით