აშშ-ის კალიფორნიის შტატში, ქალაქ პასიფიკაში, ყოველწლიურად ტარდება ძაღლების მსოფლიო ჩემპიონატი სერფინგში. ღონისძიებაზე სხვადასხვა ჯიშისა და ზომის ძაღლები სპეციალურ დაფებზე ტალღებზე სერფინგობენ, ხოლო გამარჯვებულებს აფასებენ ტალღაზე დგომის ხანგრძლივობით, თავდაჯერებულობითა და შესრულების ხარისხით.
2026 წლის ჩემპიონატი 1-ელ აგვისტოს გაიმართა და წელს მისი მე-10 საიუბილეო ღონისძიება იყო. გარდა შეჯიბრისა, პროგრამა მოიცავდა ცხოველების აყვანის აქციებსა და საქველმოქმედო ღონისძიებებსაც.
ტურნირიდან ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი გახდა ლაბრადორი სახელად რიპინ როზი, რომელიც თავის პატრონთან, სტივ დროტართან ერთად გამოდიოდა. როზიმ რამდენიმე ჯილდო მოიპოვა, მათ შორის Top Dog-ის ტიტული, პირველი ადგილი XL Dog Surfing-ის კატეგორიაში და ტანდემში „ადამიანი-ძაღლი“, ასევე მეორე ადგილი Dream Team-ის კატეგორიაში.




