Digest Logo

ავსტრიის ქალაქ გრაცის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მსხვერპლი 10-მდე გაიზარდა

1749553265
ავსტრიის სკოლაავსტრიის სკოლა

ავსტრიის სიდიდით მეორე ქალაქში, გრაცში, საშუალო სკოლაში სროლის შედეგად ათი ადამიანი, მათ შორის სავარაუდო დამნაშავეც, დაიღუპა.

მომხდარის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ადგილობრივი მედიის ცნობით, 30-მდე ადამიანს სამედიცინო დახმარება სჭირდება, ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

ავსტრიის კანცლერმა კრისტიან შტოკერმა მომხდარს - ეროვნულ ტრაგედია უწოდა.

„არ არსებობს სიტყვები იმ ტკივილისა და მწუხარების გამოსახატავად, რომელსაც ახლა ავსტრიაში ყველა განვიცდით“,  - აღნიშნა მან მედიასთან.

ადგილობრივმა პოლიციამ დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილი ახლა დაცულია და საზოგადოებისთვის საფრთხე აღარ არსებობს, რაც ადასტურებს, რომ ეჭვმიტანილიც გარდაცვლილია - როგორც ვრცელდება ცნობები, მან სკოლის საპირფარეშოში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„საბედისწერო მოვლენამ შეიძლება ემოციურად აგაფორიაქოთ“ - 10 ივნისის ასტროპროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

🎥 „მარტივად შეძლებთ პასუხი გასცეთ იმ კითხვებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გაწუხებდათ“ - 10 ივნისის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან