Digest Logo

აზიის რამდენიმე ქვეყანაში მომხდარ წყალდიდობას 1200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

1764677316
 წყალდიდობა

ინდონეზიაში, შრი-ლანკაზე და ტაილანდში მომხდარ წყალდიდობას 1200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. კიდე 800 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

რამდენიმედღიანმა მუსონურმა წვიმებმა ფართო ტერიტორია დატბორა. ათასობით ადამიანი გარე სამყაროს მოწყვეტილია.

ყველაზე მეტად წყალდიდობისგან ინდონეზია დაზარალდა. იქ მაშველები დაზარალებულ რეგიონებამდე მისვლას, ხშირ შემთხვევაში, ვერ ახერხებენ. მდგომარეობას განადგურებული ინფრასტრუქტურა და ცუდი ამინდი ართულებს.

სამი აზიური ქვეყნის ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ამინდის გაუარესება მომდევნო დღეებშიც არის მოსალოდნელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „პროექტის დატოვებას გულის დაწყვეტა თან ახლავს, ყველაზე რთული ჩემთვის კოსტიუმის მორგება იყო“ - რუსუდან ბოლქვაძე „ვინ ვინ არის“ პროექტზე

🎥 „ვთვლიდი, რომ ეს ელიტარული რაღაც იყო და ამასობაში ცხოვრებაში ვერაფრით ვეღარ ვიღებდი სიამოვნებას“ - ზალიკო ბერგერი ალკოჰოლდამოკიდებულებაზე

⭕გიორგი გასვიანი ოჯახურ კადრებს აქვეყნებს - „საუკეთესოები ხართ“