Digest Logo

„ბრიგადის“ ცნობილი მსახიობის, ალექსანდრე ვისოკოვსკის ცხედარი მდინარეში იპოვეს

1783420658
ალექსანდრე ვისოკოვსკი

SHOT-ის ცნობით, მყვინთავებმა მდინარე ოკაში ტელესერიალ „ბრიგადას“ და ფილმ „ბუმერის“ ვარსკვლავის, ალექსანდრე ვისოკოვსკის ცხედარი აღმოაჩინეს.

62 წლის მსახიობი მოსკოვის ოლქში, მდინარეზე თევზაობისას გაუჩინარდა. ის იქ 17 წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა, მაგრამ მოზარდმა ვისოკოვსკი თვალთახედვიდან დაკარგა. ვაჟი საბოლოოდ სახლში მარტო დაბრუნდა, რის გამოც ოჯახმა განგაში ატეხა, მსახიობის მეუღლემ კი მისი გაუჩინარების შესახებ პოლიციაში განაცხადა. პუშჩინოს ნაპირთან დინება ძალიან ძლიერია; ორი კვირის წინ იქ კიდევ ერთი მამაკაცი დაიხრჩო.

ალექსანდრე ვისოკოვსკი ცნობილია მაქსის როლით 2000-იანი წლების სერიალ „ბრიგადაში“. მან ასევე ითამაშა ფილმში „ბუმერი“ და სერიალებში „ტურეცკის მარში“, „უნდინი“, „პეტრე დიდი“, „ბერლინის სიცხე“ და „ოპერაცია ნემანი“.

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

⭕ „ზღვისპირა ქალაქებში, იყავით ფრთხილად...“ - გოგა მანია

⭕ „ულამაზესი და ეშხიანი“ - რა კადრებს აქვეყნებს კრისტი ყიფშიძე

⭕ „იოანე ნათლისმცემელი იყო უდაბნოს გვრიტი და კაცთა შორის ყველაზე თავმდაბალი“ - გიორგი ლობჯანიძე წმინდანს ხსენების დღეზე

წყარო: caspianpost.com