Digest Logo

Disney-მ „რაპუნცელში“ მთავარი როლების შემსრულებლები იპოვა🎬

1767854392
რაპუნცელირაპუნცელი

Disney-მ „რაპუნცელის“ ლაივ-ადაპტაციისთვის მთავარი როლის შემსრულებლები შეარჩია: რაპუნცელის როლს ტიგან კროფტი მოირგებს, ხოლო ფლინ რაიდერისას - მაილო მანჰეიმი.

სტუდიამ ქასთინგი Instagram-ზე გამოქვეყნებული პოსტით დაადასტურა.

„ტიგან კროფტი და მაილო მანჰეიმი რაპუნცელი და ფლინ რაიდერი იქნებიან Disney-ს „რაპუნცელის“ ახალ ვერსიაში. მხოლოდ კინოთეატრებში“, - აღნიშნულია სტუდიის ოფიციალურ განცხადებაში.

ფილმის რეჟისორი მაიკლ გრეისი იქნება. სურათის ეკრანებზე გამოსვლის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

მულტფილმი „რაპუნცელი“ პირველად 2010 წელს გამოვიდა.