Digest Logo

დოკუმენტურმა ფილმმა მელანია ტრამპის შესახებ ამერიკულ კინოგაქირავებაში მესამე ადგილი დაიკავა

1770032036
მელანია ტრამპ

დოკუმენტურმა ფილმმა „მელანია“ ამერიკულ კინოგაქირავებაში გასული უიქენდის სალარო შემოსავლების მიხედვით მესამე ადგილი დაიკავა. Box Office Mojo-ს მონაცემებით, ფილმმა 7 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ „მელანიას“ ამერიკულ გაქირავებაში უფრო მოკრძალებული შედეგები ექნებოდა.

Boxoffice Pro მიიჩნევდა, რომ აშშ-ის პირველი ლედის შესახებ გადაღებული ფილმი პრემიერის უიკენდზე 5 მილიონ დოლარზე მეტს ვერ შეაგროვებდა, ხოლო CNN-ის ანალიტიკოსები გამოსასვლელ დღეებში მხოლოდ 1 მილიონი დოლარის შემოსავალს ვარაუდობდნენ.

ფილმი Amazon MGM Studios-მა გადაიღო. ის ფოკუსირებულია 2025 წლის იანვრის 20 დღეზე, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციას წინ უძღოდა.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„აღწერა ქმრის გარეგნობა, ისიც , რომ მშობიარობის გართულებით გარდაიცვალა...“ - რეინკარნაციის ფენომენი: შანტი დევის საქმე

⭕„მდაბალი ადამიანისათვის, საშინელი სამსჯავრო აღარ იქნება საშინელი...“ - თეოდორე გიგნაძე

⭕როგორ უნდა მოვხარშოთ ლობიო სწორად - არუნ ხათრის რეცეპტი