Digest Logo

დონალდ ტრამპი ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე: სამარცხვინო იყო

1722340881
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკური პარტიიდან საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი პარიზში ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას გამოეხმაურა და სამარცხვინო უწოდა.

„ვფიქრობ, გახსნის ცერემონია სამარცხვინო იყო. ნამდვილად სამარცხვინო და საშინელი იყო. ჩვენ არ გვინდა საიდუმლო სერობა იმგვარად იყოს ასახული, როგორც ეს იმ ღამით გააკეთეს. დიდი მიმღებლობა გამაჩნია, მაგრამ ის რაც გააკეთეს სამარცხვინო იყო“, - აცხადებს ტრამპი.

ამასთან, როგორც The Sun-ი წერს, ცერემონიასთან დაკავშირებით განცხადება საფრანგეთის კათოლიკე სასულიერო პირებმაც გაავრცელეს და გააკრიტიკეს.

„სამწუხაროდ, ცერემონია მოიცავდა ქრისტიანობის დაცინვის სცენებს. ძალიან ვწუხვართ“, - ნათქვამია განცხადებაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ

🎥 ნოე სულაბერიძის დაუვიწყარი მოგზაურობა აფრიკაში - „საუკეთესოა, რაც კი ოდესმე მინახავს“

🎥 ზეითუნის ზეთი და „პერეკისი“ - გამოიყენეთ ეს ბუნებრივი მეთოდი ყურის გასაწმენდად - არუნ ხათრის რჩევები

⭕„გამომდინარე იქიდან, რომ ეს ისტორიული ადგილი და ბრძოლაა, ბილეთის ფასი თითო $3000-ს აღემატება... არ აქვს მნიშვნელობა უყურებთ სახლიდან, რესტორნიდან თუ ბარიდან ვიცი, რომ სულით ჩემთან ხართ!“ - მერაბ დვალიშვილი

წყარო: www.the-sun.com