მომღერალი ტეილორ სვიფტი და ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი ტრევის კელსი დაქორწინდნენ.
ცერემონია ნიუ-იორკში, ლეგენდარულ სპორტულ არენაზე „მედისონ სკვერ გარდენ“ გაიმართა, რომელიც, მედიის ცნობით, ათასობით ყვავილითა და წყვილის ფოტოებით იყო მორთული.
სტუმრებმა მარკირებული ციფრული მოსაწვევები მიიღეს და ხელი მოაწერეს გაუთქმელობის შესახებ შეთანხმებას. ერთ-ერთმა დამსწრემ ეს მოსაწვევი სოციალურ ქსელში გააზიარა.
💍 | Ashish Ferguson via Instagram sharing the invitation to Taylor and Travis’ wedding was! pic.twitter.com/I0odXTXBTC
— Taylor Swift Updates 💎 (@swifferupdates) July 6, 2026
ათასზე მეტ სტუმარს შორის იყვნენ: ედ შირანი, ბრედლი კუპერი, ტომ ჰენქსი, სტივენ სპილბერგი, პოლ მაკარტნი, ჯენიფერ ლოპესი, ემა სტოუნი, პოლ რადი, ჰიუ გრანტი, ჯიჯი ჰადიდი და მრავალი სხვა ვარსკვლავი. თვითონ ცერემონია წყვილის მეგობარმა, მსახიობმა ადამ სენდლერმა ჩაატარა. ამერიკული მედიის ცნობით, მან ახალდაქორწინებულებისთვის სპეციალურად დაწერილი სიმღერაც კი შეასრულა.
ტეილორის და ტრევისი სამოსი მოდის სახლმა Dior Haute Couture-მა შექმნა. ტრადიციული მეჯვარეების ნაცვლად, ახალდაქორწინებულების გვერდით მათი ძმები - ოსტინ სვიფტი და ჯეისონ კელსი იდგნენ. ფოტოები ქორწილიდან ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕ „სულიკო თუ არის საბერწიაზე? როდესაც შევიტყვე იქ იყო...“ - გიორგი ნიკოლავა ემოციურ პოსტს აქვეყნებს