მას შემდეგ, რაც Puff Diddy-ს ირგვლივ ჰოლივუდური სკანდალი დატრიალდა, სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა ამერიკულ გამოცემაში დანაშაულის შესახებ სხვადასხვა ვერსია ვრცელდება - რომელია მათგანი სიმართლე, და რომელი - არა, სავარაუდოდ, შონ კომბსის სასამართლო პროცესების დაწყების შემდეგ გახდება ცნობილი.
მანამდე კი, სოციალურ ქსელში ვრცელდება დიდის ყოფილი პარტნიორის, Kim Porter-ის სავარაუდო „მემუარები“, რომელმაც ინტერნეტმომხმარებლები აალაპარაკა.
პიროვნებამ, რომელიც შონ კომბსის მეუღლის მემუარების გამოქვეყნების უკან დგას, Rolling Stone-ს განუცხადა, რომ წიგნის ვალიდურობას ვერ ადასტურებს, რადგანაც, წყაროს თქმით, მან მეხსიერების ბარათი, რომელშიც წიგნი იყო ჩატვირთული „მუსიკალური ინდუსტრიის“ორი წყაროსგან მიიღო. Todd Christopher Guzze ამტკიცებს, რომ „სჯერა წიგნში არსებული შინაარსის სიმართლის“.
Todd Christopher Guzze-ის აცხადებს, რომ ჩანაწერები მის ხელში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც Cassie Ventura-მ შონ კომბსის წინააღმდეგ ფედერალური სარჩელი შეიტანა.
59-გვერდიანი წიგნი, სახელწოდებით KIM'S LOST WORDS: A journey for justice, from the other side, დამოუკიდებლად იყო ატვირთული Amazon-ის პლატფორმაზე. წიგნი Puff Diddy-სა და Kim Porter-ის ურთიერთობაზე მოგვითხრობს. კიმი 2018 წელს პნევმონიით გარდაიცვალა.
კიმის ბეჭდურმა შეცდომებმა, ფაქტობრივმა უზუსტობებმა და დაუჯერებელმა განცხადებებმა, რომლებიც „დიდ სახელებთან“ იყო კავშირში, წიგნის გამოშვებისას დიდი ინტერესი ვერ გამოიწვია, თუმცა შონ კომბსის დაკავების შემდეგ 22$-ის ღირებულების წიგნმა Amazon-ის ბესტსელერთა სიაში პირველი ადგილი დაიკავა და ისეთ ავტორებს გაუსწრო, როგორებიც არიან ნიკოლას სპარქსი, ჰილარი კლინტონი და ინა გარტენი.
სავარაუდო მემუარები სექსუალური ძალადობის ბრალდებების შინაარსით, სწრაფად გავრცელდა და დიდი რაოდენობის მკითხველი მოიზიდა, განსაკუთრებით კი ჰოლივუდის სკანდალის ფონზე, რომელიც Puff Diddy-ს გარშემო ტრიალებს.
კიმ პორტერის ოჯახის წევრები და მეგობრები ამტკიცებენ, რომ წიგნის შინაარსი არ შეესაბამება სიმართლეს და მას ყალბს უწოდებენ. კიმ პორტერის ყოფილი პარტნიორის AI B. Sure-ის თქმით, რომელსაც გარდაცვლილი კიმთან საერთო ვაჟიშვილი ჰყავს, სარჩელს შეიტანს მათ წინააღმდეგ, ვინც „მემუარების“ გამოქვეყნებაზე არიან პასუხისმგებელნი. AI B. Sure-ის ადვოკატმა Rolling Stone-თან დაადასტურა, რომ მხარე ითხოვს სასწრაფოდ შეწყდეს წიგნის გავრცელება.
KIM"S LOST WORDS-ის წიგნის ნამდვილობას ვერც ვერავინ ადასტურებს და ვერც უარყოფს, თუმცა, ჯერჯერობით, Amazon-ის პლატფორმაზე ის კვლავ იყიდება. P Diddy-ს გარშემო აგორებული სკანდალის შემდეგ, წიგნზე სწორედ ინტერნეტსივრცეში ალაპარაკდნენ.
Sean „Diddy“ Combs-სა და მის ყოფილ პარტნიორს Kim Porter-ს 4 შვილი ჰყავთ. ისინი ერთმანეთს 1990-იან წლებში ხვდებოდნენ, მაშინ, როდესაც პაფ დიდი თავის კარიერას იწყებდა. 1998 წელს მათ პირველი შვილი შეეძინათ, ქრისტიან კომბსი, თუმცა ერთ წელიწადში ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. სწორედ მაგ წელს წყვილს სასამართლო დავა ჰქონდათ შვილის მეურვეობასთან დაკავშირებით.
2003 წელს პორტერი და კომბსი შერიგდნენ, 2006 წელს კი მათ ტყუპი გოგოები შეეძინათ. 2007 წელს წყვილი საბოლოოდ დაშორდა ერთმანეთს.
2018 წლის 15 ნოემბერს, 47 წლის ასაკში, კიმ პორტერი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ კიმი პნევმონიით გარდაიცვალა.
„არ ვიცი, შენ გარეშე რას ვიზამ. ძალიან მენატრები. ჩვენ ვიყავით მეტი, ვიდრე მეგობრები, მეტი, ვიდრე მონათესავე სულები. ჩვენ, უბრალოდ, ვიყავით განსხვავებულნი. სუპერ შავი სიყვარული“, – P Diddy-მ ეს პოსტი კიმ პორტერის გარდაცვალებიდან მალევე გამოაქვეყნა, თუმცა, მოგვიანებით, წაშალა.