ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ელენ დეჯენერისს ოსტეოპოროზის, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს.
„არც ვიცი ახლა როგორ ვდგავარ ფეხზე“,- განაცხადა ცნობილმა ტელეწამყვანმა.
ოსტეოპოროზი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ძვლების დაზიანებასა და დასუსტებას იწვევს.
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა აკვიატებული აზრებით, უსაფუძვლო მღელვარებითა და განმეორებადი სტერეოტიპული ქცევებით ხასიათდება.
რაც შეეხება ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომს, - მისი ძირითადი სიმპტომებია - უყურადღებობა და იმპულსურობა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔴 მატილდა გვარლიანი Holidaymagazine-ს გარეკანზე გამოჩნდა - მოდელის მორიგი წარმატება