Digest Logo

ევროპაში ბოლო 20 წლის განმავლობაში შობადობა ყველაზე მეტად თურქეთში შემცირდა

1679928531
ბავშვი ბავშვი

როგორია შობადობის მაჩვენებლის სტატისტიკა ევროპაში? - ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად შობადობის სტატისტიკა მეზობელ თურქეთში დაეცა.

ევროკავშირის ქვეყნების ოფიციალური მონაცემებით, 2021 წელს ევროპაში ყველაზე მაღალი შობადობის მაჩვენებლის მქონე ქვეყანა საფრანგეთია 1,84-ით. რომელიც აღნიშნულ მოწინავე პოზიციას წლებია არ თმობს.

ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის კოეფიციენტი 1,53-ია.

შობადობის ყველაზე დაბალი კოეფიციენტი ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებიდან არის მალტაში  (1,13), ესპანეთსა (1,19) და იტალიაში (1,25).

ნიდერლანდებში 1,62-ია;

დიდ ბრიტანეთში 1,61 და გერმანიაში 1,58.

მიუხედავად ამისა, ევროპული სახელმწიფოების ეს მაჩვენებლები განვითარებული ქვეყნებისთვის დაბალია.

როგორ შეიცვალა შობადობის საერთო მაჩვენებელი ევროპაში ბოლო 20 წლის განმავლობაში?

ევროკავშირში 7 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა და შობადობის ზრდის კოეფიციენტის თანაფარდობა გაიზარდა 1,43-იდან (2001 წელი) 1,53-მდე (2021 წელი).

თურქეთში იმავე პერიოდში 29 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა.

შობადობის მთლიანი მაჩვენებელი, რომელიც 2001 წელს 2,38 იყო, 2021 წელს 1,7-მდე შემცირდა.

Euronews-ის მონაცემებით, 1-3 პროცენტით კლება დაფიქსირდა დანიაში და ინგლისშიც.

ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ჩეხეთში 59 პროცენტით და რუმინეთში 43 პროცენტით.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „ისეთი სილამაზე იყო საქართველოს ველურ ბუნებაში ხოხბების და კაკბების გაფრენა, ცრემლი მომადგა!“ - ხათუნა ხოფერია

🔵 „ფარატინა ფურცლის გამო, გარდაცვლილის ოჯახს უნუგეშოდ ვტოვებთ, ქვეყნის ამაოხრებლებს კი პანთეონის მიწას ვაბარებთ“ - მამა პეტრე კვარაცხელია

🔵 „რეზიდენტი, რომელიც კარგად სწავლობს და ფინანსურად უჭირს, დავუფინანსებ სწავლას ერთი პირობით...“ - რას წერს ექიმი არჩილ მარშანია