Digest Logo

გერმანიის ქალაქ შტუტგარტში ჰელოუინის ღონისძიების შემდეგ 10 ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს

1762005204
შტუტგარტში შტუტგარტში

გერმანიის ქალაქ შტუტგარტში ჰელოუინის წვეულების შემდეგ 10 ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

როგორც გერმანული მედია წერს, პოლიცია ეჭვობს, რომ შესაძლოა, ღონისძიების მონაწილეები ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ.

ადგილობრივი სამართალდამცველების თქმით, ღონისძიება შტუტგარტის ერთ-ერთ არენაზე ტარდებოდა, სადაც 2000 ადამიანი იყო შეკრებილი. პოლიციის გამოძახება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც რამდენიმე ადამიანმა გონება დაკარგა.

„დაახლოებით ათი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - განაცხადა პოლიციის პრესსპიკერმა.

„ტოქსიკოლოგიური კვლევებით უნდა დადგინდეს, რეალურად რამ გამოიწვია ადამიანების გონების დაკარგვა“, - წერს გერმანული მედია.

ჰელოუინი არის დღესასწაული, რომელიც ყოველი წლის 31 ოქტომბერს აღინიშნება.

აღნიშვნის დროს ტარდება სხვადასხვა ღონისძიება და მსვლელობა — თამაშები, ფოიერვერკები, კოსტიუმირებული წვეულებები, „მოჩვენებებიანი სახლების“ მონახულება, საზარელი ისტორიების თხრობა და საშინელებათა ფილმების რეტროსპექტივები.

ჰელოუინთან არის დაკავშირებული გოგრებში თვალებისა და პირების ამოჭრის ტრადიცია. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბავშვობაში მქონდა ნატვრა: ნეტავ იმდენი საშუალება მქონდეს, რომ ერთი ყუთი ბანანი ვიყიდო...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს თიკა ფაცაცია

⭕ „ჩემს პატარასთან ერთად...“ - რა კარებს აქვეყნებს ჯორჯინა უზკატეგუი

⭕„კანონიერი ქურდის“ სიკვდილს გავიგებთ...“ - გოგა მანიას მორიგი წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა