Digest Logo

გურამ გვასალიას თეთრი „უთო-მიმწვარი“ პერანგი უკვე გაყიდვაშია - VETEMENTS-ის 2026 წლის ახალი კოლექცია

1772098739
გურამ გვასალია

ლუქს ბრენდმა VETEMENTS 2026 წლის ახალ კოლექცია წარადგინა. ყურადღების ცენტრში მოექცა თეთრი პერანგი, დეტალირებული ჯიბით – ისეთი, თითქოს უთო პირდაპირ მიეწვა მასზე.

ბრენდის კრეატიული მართვა კოლექციაზე ეკუთვნის დიზაინერ გურამ გვასალიას.

პერანგი უკვე ხელმისაწვდომია გაყიდვაში და ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე მისი ფასი 831 დოლარს შეადგენს.

ცნობისთვის, გურამ გვასალია არის ქართველი დიზაინერი და VETEMENTS-ის კრეატიული დირექტორი, რომელიც მოდის საერთაშორისო სცენაზე პოპულარულია თავისი ინოვაციური და ექსპერიმენტული ხედვით. იგი ცნობილი დიზაინერის დემნა გვასალიას ძმაა.