Digest Logo

ინდონეზიაში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

1777364212
ორი მატარებლის შეჯახების შედეგად

ინდონეზიის ქალაქ ბეკასში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და 84 დაშავდა. ამის შესახებ aljazeera იუწყება.

თავიდან ელექტრომატარებელი ავტომობილს დაეჯახა, რომელიც ლიანდაგზე აღმოჩნდა, შემდეგ კი სხვა მატარებელს შეასკდა.

ადგილზე მაშველები იყვნენ მობილიზებულები. ვაგონებიდან ცოცხალი ადამიანების ამოსაყვანად მათ ლითონის გაჭრა მოუწიათ.

ინდონეზიის დედაქალაქის, ჯაკარტას საგარეუბნო ელექტრომატარებლები ტრანსპორტის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული  სახეობაა. ამ მატარებლით ჯაკარტას გარშემო არსებული პატარა ქალაქების მოსახლეობა სარგებლობს, რომლებიც დედაქალაქში სამუშაოდ დადიან. ჯაკარტა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ლადო გუდიაშვილის შვილი გარდაიცვალა

🎥 როგორ დავირეგულიროთ წნევა წამლის გარეშე: ნინო ვაშაკიძს რჩევები

⭕ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ დღეს, 28 აპრილს „ბაიერნს“ დაუპირისპირდება

წყარო: newshub.ge