აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეერთებული შტატების მოქალაქის პასპორტის ლიმიტირებული სერიის გამოშვებას აპირებს, რომელზედაც ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გამოსახულება იქნება დატანილი. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტრამპისა და მისი ოქროსფერი ხელმოწერის გამოსახულება პასპორტის შიდა ნაწილში იქნება. ახალი დიზაინის მქონე პასპორტი აშშ-ის დამოუკიდებლობის გამოცხადების 250-ე წლისთავს მიეძღვნება.
„ივლისში, როცა შეერთებული შტატები დაარსებიდან 250-ე წლისთავს იზეიმებს, სახელმწიფო დეპარტამენტი ემზადება გამოუშვას სპეციალურად შექმნილი ამერიკული პასპორტების შეზღუდული რაოდენობა, რათა ეს ისტორიული თარიღი აღნიშნოს“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტომი პიგოტმა.
პასპორტების ახალი სერიის გამოშვება ზაფხულში იგეგმება, თუმცა უცნობია, სულ რამდენი ეგზემპლარი იქნება დაბეჭდილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე სტატისტიკა ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს დონეს გაუთანაბრდა
⭕ ავარია ბოლნისში - დაიღუპა 11 წლის ბავშვი
⭕ „ფსიქიკა მხოლოდ ობიექტურ ფაქტებსა და უნივერსალურ წესებს ეყრდნობა“ - რას წერს რამაზ გიგაური
წყარო: imedinews.ge