
კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ პარლამენტის სხდომის დასრულების შემდეგ დარბაზიდან საკუთარი სკამი გაიტანა.
ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
ტრიუდოს ფოტო სოციალურ ქსელებში ძალიან სწრაფად გავრცელდა.
ცნობისთვის, კანადის პრემიერ-მინისტრი ლიბერალური პარტიის ლიდერი, ყოფილი ბანკირი მარკ კარნი გახდება.
იგი ჯასტინ ტრიუდოს უახლოეს კვირებში ჩაანაცვლებს.