რამდენიმე დღის წინ ინდოეთში წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მაღალბიუჯეტიანი ქორწილი გაიმართა. ფარმაცევტული კომპანიის, Ingenus Pharmaceuticals-ის აღმასრულებელი დირექტორის, რამა რაჯუ მანტენას ქალიშვილის, ნეტრა მანტენასა და ტექნოლოგიური მეწარმის, ვამსი გადირაჯუს საქორწინო ცერემონია რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
ქორწილს არაერთი ცნობილი სტუმარი დაესწრო. მათ შორის, დონალდ ტრამპის ვაჟი, დონალდ ტრამპ უმცროსიც იყო. მილიარდერის ქალიშვილის ქორწილში მუსიკალური გაფორმებისთვის, სხვა შემსრულებლებთან ერთად, ჯენიფერ ლოპესი მიიწვიეს.
ვარსკვლავმა ქორწილში „On the Floor“ -დან დაწყებული „Dance Again“-მდე დამთავრებული, კარიერის ყველაზე დიდი ჰიტები შეასრულა და, ფაქტობრივად, სოლო კონცერტი მოაწყო.
ჯენიფერი სტუმრების წინაშე რამდენიმე ეფექტური კოსტიუმით წარდგა და უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო.
ცნობილი ადამიანების ძვირად ღირებულ საქორწინო ცერემონიებზე გამოსვლა ბოლო დროის აქტუალურ ტენდენციად იქცა. მაგალითად, 2024 წელს ინდოეთში ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საქორწინო ცერემონია გაიმართა. ინდოელი მილიარდერის, მუკეშ ამბანის ვაჟი, ანანტი, რადიკა მერჩანტზე დაქორწინდა. მაშინ საქორწინო წვეულებაზე გამოსასვლელად ინდოეთში ჯასტინ ბიბერი და რიანა ჩავიდნენ.
View this post on Instagram
წყარო: www.beaumonde.ge