ლეგენდარული კომიკოსი ჯიმ კერი თავის დიდი ხნის შეყვარებულზე მინ აჰზე დაქორწინდა. ამის შესახებ ინფორმაციას TMZ ავრცელებს.
ქორწილის ცერემონია გუშინ ლოს-ანჯელესში დახურულ და ვიწრო წრეში გაიმართა. ჯიმ კერისა და მინ აჰის ქორწილი, მათი პირველი საერთო საჯარო გამოჩენიდან 8 თვის თავზე გაიმართა.
ისინი პირველად საჯაროდ ამ წლის თებერვალში პარიზში César Awards-ზე გამოჩნდნენ, სადაც კერის საპატიო ჯილდო გადაეცა. დაჯილდოების მიმდინარეობისას დარბაზში მინ აჰი კერის ქალიშვილთან ჯეინთან და შვილიშვილთან ჯექსონთან ერთად იჯდა.
ცნობისთვის, ჯეინი კერის თავისი პირველი ცოლისგან მელისა ვომერისგან ჰყავს. ჯიმ კერი და მინ აჰი ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდნენ და ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ თებერვალში გახდა. თუმცა 2022 წელს ისინი პაპარაცებმა პირველად დააფიქსირეს ერთად.
ცნობისთვის, აღნიშნული ქორწილი 64 წლის ლეგენდარული კომიკოსისთვის რიგით მესამეა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ახალ სეზონზე, ლეიკერსსა და კობი ბრაიანტზე - სანდრო მამუკელაშვილის სრული ინტერვიუ
⭕ დახვეწილი ესთეტიკა და ვინტაჟური განწყობა - კრისტი ყიფშიძის ახალი ფოტოსესია
წყარო: www.beaumonde.ge