Digest Logo

კამჩატკის მიწისძვრის შემდეგ იაპონიაში მასობრივი ევაკუაცია გამოცხადდა

1753856603
ცუნამიცუნამი

კამჩატკასთან მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ მოსალოდნელი ცუნამის გამო, იაპონიაში ორ მილიონამდე ადამიანისთვის ევაკუციის შესახებ განკარგულება გასცეს.

როგორც „ბიბისი“ წერს, მათ შორის ევაკუაციისკენ მოუწოდეს ჰოკაიდოში მცხოვრებ 11 000-მდე მოქალაქეს.

სოციალური ქსელებით ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები შენობების სახურავებს აფარებენ თავს.

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ იაპონიის სანაპიროზე ძლიერი ტალღები დაფიქსირდა.

მანამდე, მეტეოროლოგიურმა სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ 8,8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილი ცუნამის ტალღების სიმაღლემ შესაძლოა, სამ მეტრს მიაღწიოს.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„უნდა ვავარჯიშოთ ჩვენი თავი მუდამ სიკვდილზე ფიქრით...“ - რას წერს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

🎥 „გავთავხედდი...ასე უტიფრად ვიმღერე...“ - ნინი შერმადინის საოცარი შესრულება

⭕როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით

წყარო: 1tv.ge