Digest Logo

კაცმა მატარებელში 17 წლის მგზავრი ნაჯახით დაჭრა

1679735225
პატრულის სირენა

გერმანიაში, რეგიონალურ მატარებელზე თავდასხმა მოხდა. თავდასხმის დროს 17 წლის გოგო თავის არეში დაიჭრა. გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს.სამართალდამცველების თქმით, დაშავებული გოგოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

37 წლის კაცმა რეგიონული მატარებლის რამდენიმე ვაგონი გაიარა და მგზავრებს დაემუქრა.

პოლიციაში აცხადებენ, რომ კაცმა ნაჯახით მატარებლის ინვენტარი დააზიანა. პოლიცია არ ასაჯაროებს ინფორმაციას, როგორ დაშავდა 17 წლის მგზავრი.

ამასთან, სამართალდამცველები არ ასაჯაროებენ ინფორმაციას იმის თაობაზე განზრახ დაესხა თუ არა თავს კაცი 17 წლის გოგოს.

მატარებელი მალევე გააჩერა ფედერალურმა და სახელმწიფო პოლიციამ, ხოლო თავდამსხმელი ადგილზე დააკავეს.

ჯერჯერობით, დანაშაულის ჩადენის შესაძლო რელიგიური ან პოლიტიკური მოტივების შესახებ რაიმე კონკრეტული მტკიცებულება არ არსებობს. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„საცოდაობაა ცრემლმდინარე, დაბულინგებულ-გაუბედურებული ზღვაემოცია დუჟმომდგარი, ხავილმბადი, სუიციდ მცდელობიანკეპიანი“ - ლალი მოროშკინა

🔵„ჯეელობაში როცა ვინმეს სიკეთეს გავუკეთებდი ვიდექი და ღიმილით ველოდი მადლობას...“ - ბექა ქურხული

🔵„კარგია მოგზაურობა, რთული საკითხების გადაწყვეტა, მცენარეების დარგვა-გადარგვა“ - მიხეილ ცაგარელი