Digest Logo

კიმ კარდაშიანი ფორმულა 1-ის მრბოლელს ლუის ჰამილტონს ხვდება? - ტაბლოიდები ახალი რომანის შესახებ წერენ

1770201388
კიმ კარდაშიანი

კიმ კარდაშიანი დიდ ბრიტანეთში კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა, რომ შაბათ-კვირა თავისი ახალი რჩეულის კამპანიაში გაეტარებინა. ამის შესახებ The Sun წერს.

მედიის ცნობით, კიმმა რომანტიკული უიკენდი ფორმულა 1-ის მრბოლელ ლუის ჰამილტონთან ერთად გაატარა.

კარდაშიანი ლოს-ანჯელესიდან კოტსუოლდსში ჩავიდა, სადაც ჰამილტონთან ერთად მდიდრულ სასტუმრო Estelle Manor-ში გაჩერდა.

ამბობენ, რომ წყვილი განმარტოვდა: მათ ჰქონდათ ვახშამი კერძო დარბაზში, ისარგებლეს სპა-პროცედურებითა და მასაჟით, ხოლო სრული კონფიდენციალურობისთვის მთლიანად იქირავეს აუზის ზონა. წყაროების თქმით, ვარსკვლავები მაქსიმალურად ცდილობდნენ თავიანთი ყოფნის დამალვას — ისინი დაცვით იყვნენ გარშემორტყმულნი, სასტუმრო კი ცალ-ცალკე დატოვეს, თუმცა საბოლოოდ ერთად წავიდნენ.

კიმი და ლუისი ერთმანეთს უკვე ათ წელზე მეტია იცნობენ. ზოგიერთი ინფორმაციით, ისინი პირველად 2014 წლის Met Gala-ზე შეხვდნენ. ამ დროის განმავლობაში მათ შორის მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ჯერჯერობით ვარსკვლავების წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მრბოლელის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ურთიერთობად მომღერალ ნიკოლ შერზინგერთან რომანი ითვლება. წყვილი 2007 წლიდან 2015 წლამდე ერთად იყო და ბევრი მათ შესაძლო ქორწინებაზეც საუბრობდა. თუმცა ლუისმა კარიერის განვითარება აირჩია და ისინი დაშორდნენ. ჰამილტონს ასევე უკავშირებდნენ რომანებს ბარბარა პალვინთან, შაკირასთან და რიანასთანაც.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕გოდერძი შარაშია: „ვერ გავიგე, რატომ ურიცხავენ ფულს „ტიკ-ტოკზე“ ჯანმრთელ და ახალგაზრდა ადამიანებს“

🎥 „არც ერთი ბიბლიის წიგნი არ თარგმნილა იმდენჯერ ქართულ ენაზე, რამდენჯერაც ითარგმნა „ქებათა ქება“ - ეკატერინე ნავროზაშვილი

⭕„დაბადების დღე ახდენს დიდ ზეგავლენას ჩვენს შესაძლო გარდაცვალებაზე“ - როგორ ვაპროგრამებთ მომავალს საკუთარი შთაგონებით?

წყარო: www.beaumonde.ge