კოსმოსურ ხომალდ „ორიონზე“, რომელიც მთვარის მისიის, Artemis II-ის ძირითადი მოდულია და რომელშიც 4 ასტრონავტი იმყოფება, საპირფარეშო გაფუჭდა. ეს მეორე პრობლემაა სტარტის შემდეგ. პირველი პრობლემა დედამიწასთან რადიოკავშირის დაკარგვას უკავშირდებოდა. ინფორმაციას nypost.com ავრცელებს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, უნიტაზი აფრენის შემდეგ მალევე გაფუჭდა. მისი მწყობრში მოყვანა დედამიწაზე მყოფმა სპეციალისტებმა და ასტრონავტებმა ერთობლივად შეძლეს.
საპირფარეშოს შეკეთებას რამდენიმე საათი დასჭირდა.
„Apollo“-ს ხომალდებისგან განსხვავებით, სადაც ასტრონავტები ნარჩენებს სპეციალურ ტომრებში ათავსებდნენ, ახლა Artemis II-ის ეკიპაჟს სრულფასოვანი საპირფარეშო აქვს. ის სპეციალური ჰაერის ნაკადით მუშაობს, რათა უსიამოვნო სუნი შემცირდეს. ნარჩენები სპეციალურ კონტეინერებში იქნება მოთავსებული.
იმ შემთხვევაში, თუ ტუალეტის გარემონტება ვერ მოხერხდებოდა, ეკიპაჟს, ისევე როგორც Apollo-ს ასტრონავტებს, ნარჩენების სპეციალურ ტომრებში შენახვა მოუწევდათ.
მანამდე კი NASA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტარტის შემდეგ „ორიონის“ ეკიპაჟთან რადიო კავშირი გაწყდა. მისი აღდგენა გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხერხდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕NASA-ს მისია Artemis II გაეშვა — კაცობრიობა მთვარეზე ბრუნდება
🎥 რატომ არის მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვა ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციისათვის - ექიმის რჩევები
⭕გიორგი გულიაშვილმა ესპანეთში მესამე გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა
წყარო: newshub.ge