Digest Logo

კრიზისი ისრაელში და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია - დემონსტრანტები პრემიერის რეზიდენციაში შეღწევას ცდილობენ

1679895915
ისრაელიისრაელიისრაელი

ისრაელის ქუჩებში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა მას შემდეგ, რაც  ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრი იოავ გალანთი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა მთავრობას მოუწოდა, რომ სასამართლო ცვლილების რეფორმის გატარება შეეჩერებინათ.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრის გადაყენების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა ქუჩები გადაკეტეს, საბურავები დაწვეს და პრემიერ ნეთანიაჰუს რეზიდენციისკენ მიიწევენ.

მედიის ცნობით, მომიტინგეებმა უსაფრთხოების ზომები გაარღვიეს და შენობაში შეღწევას ცდილობენ.